მდივანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მდივანი (მრავალმნიშვნელოვანი).

მდივანი თანამდებობა, რომელსაც აქვს რანდენიმე მნიშვნელობა:

  • მოსამსახურე, რომელიც განაგებს საქმისწარმოებას, კერძოდ, დაწესებულების, ორგანიზაციისა თუ ცალკეული პირის (მეცნიერის, სახელმწიფო მოღვაწის, მწერლის და სხვ.) საქმიან მიმოწერას;
  • კრების, სხდომის ოქმის შემდგენელი. მაგ., სასამართლოს მდივანი, რომლის მოვალეობაა სასამართლოს სხდომის ოქმის შედგენა, სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების, აგრეთვე სასამართლო პროცესში მონაწილე პირთა მოქმედების სრული და ზუსტი გადმოცემა;
  • პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის არჩევითი ხელმძღვანელი (მაგ., პარტიის რაიკომის მდივანი);
  • თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სამეცნიერო დაწესებულების მიმდინარე სამუშაოს (სწავლული მდივანი);
  • (სამართლეებრივი ისტორია) მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ასრულებდა საკანცელარიო სამუშაოს (სხვადასხვაგვარი საბუთის შედგენა, მიმოწერა), ესწრებოდა სასამართლო სხდომას და მონაწილეობდა საქმის განხილვაში (სასამართლო პროცესის დროს მას „წინ ედვა“ სამართლეებრივი წიგნი; იგი იწერდა საჩივარს, მონახავდა და წაიკითხავდა სათანადო მუხლს და სხვ.).

მდივანი მონაწილეობას ღებულობდა აგრეთვე სამეფოს აღწერაში და მას საფინანსო საქმეებიც ეკითხებოდა. სამეფოში ერთდროულად რამდენიმე მდივანი იყო. საბუთებში „კარის მდივანი“, „მეფის მდივანი“, „დედოფლის მდივანი“. თავისი ფუნქციებით მდივანი ადრინდელ მწიგნობარს შეესატყვისებოდა, ამ 2 თანამდებობის სახელწოდება შეერთებულად — „მდივან-მწიგნობრის“ სახითაც გვხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 229-239;
  • სურგულაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 530, თბ., 1983