შინაარსზე გადასვლა

ავსტრიის საფეხბურთო კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრიის საფეხბურთო კავშირი
გერმ. Österreichischer Fußball-Bund
შეიქმნა 18 მარტი, 1904
ტიპი საფეხბურთო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა ვენა, ავსტრია
პრეზიდენტი ავსტრიის დროშა ლეო ვინდტნერი
ქვეყანა ავსტრია
თავმჯდომარე Leopold Windtner
კავშირები ფიფა, უეფა, Österreichische Bundes-Sportorganisation[1] და Austrian Olympic Committee
oefb.at

ავსტრიის საფეხბურთო კავშირი (გერმ. Österreichischer Fußball-Bund) — ფეხბურთის მმართველი ორგანო ავსტრიაში. დაარსდა 1904 წელს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ვენაში.

ფეხბურთის თამაშის ტრადიცია ავსტრიაში მე-19 საუკუნეში გაჩნდა. ქვეყნის პირველი საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1894 წელს. დღეს სპორტის ეს სახეობა ქვეყანაში ყველაზე პოპულარულია სათხილამურო სპორტთან ერთად.

ავსტრიის საფეხბურთო კავშირის სტრუქტურაში შედიან რეგიონული ორგანიზაციები და ავსტრიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. მისი ეგიდით ყოველწლიურად ეწყობა ავსტრიის ბუნდესლიგა, პირველი ლიგა, ავსტრიის თასი და სუპერთასი.

საუკეთესო შედეგს მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიის ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია 1954 წელს, როდესაც იგი ტურნირის მესამეადგილოსანი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.sportaustria.at/de/ueber-uns/mitglieder/vollmitglieder/