რუმინეთ-საქართველოს ურთიერთობები
საქართველო |
რუმინეთი |
რუმინეთ-საქართველოს ურთიერთობები — სახელმწიფო ურთიერთობები რუმინეთსა და საქართველოს შორის. რუმინეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 25 ივლისს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუმინეთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც 1991 წლის 27 აგვისტოს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოსა და რუმინეთის გამაერთიანებელ სიმბოლოს წარმოადგენს ანთიმოზ ივერიელი. ქართველმა მწიგნობარმა, საეკლესიო და პოლიტიკურმა ფიგურამ, მთელი თავისი მოღვაწეობა რუმინეთის კულტურის აღორძინების საქმეს მიუძღვნა. მან დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებასა და წიგნის ბეჭდვის საქმეში. მის სახელთანაა დაკავშირებული 1709 წელს, ქ. თბილისში, პირველი სტამბის დაარსება, სადაც იმავე წელს დაიბეჭდა სახარება, შემდეგ კი „ვეფხისტყაოსანი“.
რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერია, სადაც ყოველი წლის 27 სექტემბერს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნება.
1991 წლის 9 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მალევე მოჰყვა აღიარებები სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ. 1991 წლის 27 აგვისტოს პირველი მათგანი რუმინეთი იყო.
-
რუმინეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის აღიარების დეკლარაცია (რუმინულ ენაზე)
-
რუმინეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის აღიარების დეკლარაცია (რუსულ ენაზე)
-
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მადლობის წერილი რუმინეთის პრეზიდენტს (ინგლისურ ენაზე)
2022 წლის 11 ოქტომბერს საქართველომ და რუმინეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას[1].
საქართველოს ელჩები რუმინეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ ქათამაძე (2000 — 2004) (რეზიდენციით ქ. კიევი);
- ზურაბ ბერიძე (2004 — 2008);
- ლევან მეტრეველი (2008 — 2011);
- ილია გიორგაძე (5 აპრილი, 2012 — 13 აგვისტო, 2017);
- ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი (13 აგვისტო, 2017 — დღემდე).
რუმინეთის ელჩები საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინ გირბეა (Constantin Garbea; 1999 — 2006);
- დან მიჰაი ბარლიბა (Dan Mihai Barliba; 2006 — 2012);
- დუმიტრუ ბადეა (Dumitru Badea; მარტი, 2012 — 2016);
- რადუ ლივიუ ჰორუმბა (Radu-Liviu Horumbă; 2016 — 2019)
- რეზვან როტუნდუ (Răzvan Rotundu; 2021 — დღემდე).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუმინეთთან ურთიერთობის შესახებ დაარქივებული 2014-03-25 საიტზე Wayback Machine.
- რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|