მარშალის კუნძულები-საქართველოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარშალის კუნძულები-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს მარშალის კუნძულებსა და საქართველოს შორის. მარშალის კუნძულებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 2010 წლის 22 თებერვალს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და მარშალის კუნძულები ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაეროში ორი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა ფილიპ მიულერმა და ალექსანდრე ლომაიამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]