საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობები
Map indicating locations of Georgia and Czech Republic

საქართველო

ჩეხეთი

საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობებისაქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაფორმდა 1993 წლის 1 იანვარს. საქართველოსა და ჩეხეთს გააჩნიათ საელჩოები თბილისსა (ილია ჭავჭავაძის ქ. 37)[1] და პრაღაში (მალოსტრანსკე ნამესტი 2/28)[2]. 2009 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღონიამ, მიიღო ჩეხეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მრავალ დარგში. [3]2009 წლის 28 ოქტომბერს ჩეხეთის საელჩომ ჩაატარა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც დაპატიჟებულნი იყვნენ საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ჩეხეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში არის ივან იესტრჟაბი[4], ხოლო საქართველოს ჩეხეთში — ნინო ნაკაშიძე.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-25. ციტირების თარიღი: 2009-10-28.
  2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-25. ციტირების თარიღი: 2009-10-28.
  3. apsny.ge
  4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-25. ციტირების თარიღი: 2009-10-28.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-25. ციტირების თარიღი: 2009-10-28.