საქართველო-სენტ-ლუსიას ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სენტ-ლუსიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 2010 წლის 25 თებერვალს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და სენტ-ლუსია ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა, და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაეროში ორი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა დონატუს კიტ ეიმიმ და ალექსანდრე ლომაიამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]