შინაარსზე გადასვლა

ბოტსვანა-საქართველოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოტსვანა-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of Botswana and Georgia

ბოტსვანა

საქართველო

ბოტსვანა-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს ბოტსვანასა და საქართველოს შორის. ბოტსვანამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 2010 წლის 15 იანვარს. „საქართველოსა და ბოტსვანას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი კომუნიკეს“ ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და ბოტსვანა ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა, და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]