ბოლივია-საქართველოს ურთიერთობები
ბოლივია |
საქართველო |
ბოლივია-საქართველოს ურთიერთობები – წარმოადგენს ურთიერთობებს ბოლივიასა და საქართველოს შორის. ბოლივიასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1998 წლის 20 ნოემბერს.
ბოლივიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიზიტები და შეხვედრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის 23 აპრილს ქალაქ ლა-პასში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ბოლივიის საგარეო უწყებებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-ბოლივიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ბოლივიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკურ და ტექნიკურ საკითხებზე კონსულტაციების ჩატარების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ვიზიტის ფარგლებში, ბოლივიის მხარის მოწვევით, საქართველოს დელეგაცია დაესწრო ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას კლიმატური ცვლილებების თაობაზე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლივიასთან ურთიერთობის შესახებ დაარქივებული 2010-12-18 საიტზე Wayback Machine.
- ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაარქივებული 2012-04-15 საიტზე Wayback Machine.