კაბო-ვერდე-საქართველოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაბო-ვერდე-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს კაბო-ვერდესა და საქართველოს შორის. კაბო-ვერდემ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 2010 წლის 22 იანვარს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ ოქმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

ოქმის თანახმად, საქართველოს და კაბო ვერდეს რესპუბლიკა შორის მეგობრობა და თანამშრომლობა განვითარდება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების შესაბამისად.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაეროში ორი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენლებმა ანტონიო პედრო მონტეირო ლიმამ და ალექსანდრე ლომაიამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]