საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოები
Map indicating locations of European Union and Georgia

ევროკავშირი

საქართველო

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთოები — წარმოადგენს ურთიერთობებს ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის, რომელთა ურთიერთობებიც 1996 წლიდან, INOGATE-ის ფარგლებში დაიწყო, ხოლო 2006 წელს ევროპურლი სამეზობრლო პოლიტიკის (ENP) კონტექსტში შემუშავებულ იქნა ხუთწლიანი „სამოქმედო გეგმის“ დადგენილება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოგზავნილ იქნა ევროპის კავშირის მონიტორინგის მისია. 2014 წელს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ, უფრო ღრმა ურთიერთობების მქონე ეტაპზე გადავიდა.

საქართველოს ევროკავშირის გაფართოების მომავალი კანდიდატის არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვს, მაგრამ 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხდა საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომის სურვილი.[1] გარკვეულ შემთხვევებში ეს ხედვა პირდაპირ იქნა აღქმული, როგორც მინიშნება აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ, რათა საქართველოსთვის უფრო გაძლიერებინათ დახმარება რუსული გავლენის სფეროდან გამოსვლის მცდელობაში.[2]

დაფა წარწერით „ევროპა დაიწყო აქედან“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. თბილისი

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა (2006-2011)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ იქნა ერთობლივი განცხადება, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შედგენილი, საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის შეთანხმებული ტექსტის შესახებ. სამოქმედო გეგმა ფორმალურად დაადგინეს 2006 წლის 14 ნოემბერს, ევროკავშირ-საქართველოს კოოპერაციის საბჭოს სესიაზე, ბრიუსელში.[3]

ასოცირების ხელშეკრულება (2013-14)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დროშა ევროპის საბჭოს წინ

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გასაღრმავებლად, მათ შორის დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებასთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.[4] 2012 წლის ნოემბერში, ევროკავშირის რწმუნებულმა გაფართოების და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე 2013 წლის ნოემბრისთვის იქნება დარსრულებული.[5] 2013 წლის თებერვალში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი გეგმა არ აქვს ბელარუსის, ყაზახეთისა და რუსეთის საბაჟო კავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით,[6] ამასთან დაკავშირებით ფულემ უკრაინაც გააფრთილა, რომ საბაჟო კავშირში შესვლის შეთანხმება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის შეთანხმებებთან.[7]

ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძესა და ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონს შორის, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 2013 წელის 29 ნოემბერს.[8][9] ასოცირების ხელშეკრულად ფორმალურად ხელმოწერილ იქნა 2014 წლის 27 ივნისს[10] და ამჟამად სათითაოდ უნდა იქნას რატიფიცირებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. 27 ივნისს ასევე ხელმწოერილ იქნა მეორე შეთანხმებაც, საქართველოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.[11]

ევროკავშირში წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის ქვეყნები ევროინტეგრაციის სხვადასხვა დონეზე.
  ასოცირების ხელშეკრულება
  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
  დაწყებული მოლაპარაკებები სრულუფლებიან წევრობაზე
  ევროკავშირის წევრები

2014 წლის 23-25 მაისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებამდელ უკანასკნელ სესიაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღინიშნა, რომ „ევროკავშირის შეთანხმების 49-ე სტატიის თანახმად, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აქვთ და შეუძლიათ ევროკავშირში წევრობის განცხადების შემოტანა, თუმცა აუცილებელია დემოკრატიის პრინციპების დაცვა, ფუნდამენტური თავისუფლების, ადამიანის უფლებების და უმცირესობების უფლებების პატივისცემა, კანონის მმართველობის უზრუნველყოფა."[12] ევროკავშირში წევრობას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 77%, ხოლო მოწინააღმდეგეა მხოლოდ 11%.[13]

2014 წლის 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომა საქართველოს 5-10 წლის შემდეგ შეეძლება. თუმცა, ამასთანავე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ არ განუსაზღვრავს მისი ევროკავშირში გაწევრიანების განცხადების შეტანის თარიღი.[14]

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ივნისში, ევროკავშირმა და საქართველომ დაიწყეს ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგი, რათა საშუალება მიეცა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლად ემოგზაურათ ევროკავშირში. მოლაპარაკებების მიზანი იყო წლის ბოლოსთვის „ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მიღება.[4]

2013 წლის 25 თებერვალს, ევროკომისარმა საშიანო პოლიტიკაში სესილია მალმსტრიომმა ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში ქართულ მხარეს სამოქმედო გეგმა წარუდგინა. სამოქმედო გეგმა ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას, ასევე რეფორმებს ცალკეული მიმართულებებით, როგორებიცაა საზღვრის მართვა, მიგრაცია, ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.[15]

2014 წლის იანვარში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი — „საქართველოს ხელისუფლების პოტენციალის გაზდა საზღვრების მართვასა და მიგრაციის რეგულირებაში“, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) განახორციელებს, ამდაგვარად საქართველოს კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს უვიზო რეჟიმისკენ შენგენის ზონაში.[16]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსეთი ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Georgia proposes Ukraine cooperate in bidding to join EU. Interfax (2010-11-11). წაკითხვის თარიღი: 2013-08-29.
  2. Saakashvili: Georgia 'should never leave path' of EU integration“, EurActiv, 8 November 2011. წაკითხვის თარიღი: 10 June 2013. 
  3. EU, Georgia Sign ENP Action Plan, Civil Georgia, 2 October 2006.
  4. 4.0 4.1 EU, Georgia Making 'Good Progress' in Association Agreement, Visa Liberalization Talks. Civil Georgia (2012-09-03). წაკითხვის თარიღი: 2012-09-03.
  5. EU Commissioner: EU, Ukraine May Sign Association Agreement Next Year. PR Newswire (2012-11-30). წაკითხვის თარიღი: 2013-01-31.
  6. Georgian minister: EU remains priority despite ‘Russian rapprochement’. EurActiv (2013-02-14). წაკითხვის თარიღი: 2013-02-18.
  7. Auyezov, Olzhas. (2013-02-08) Reform quickly or lose deals, EU tells Ukraine. The Star. წაკითხვის თარიღი: 2013-02-09.
  8. Initialling of the EU-Georgia Association Agreement. European External Action Service (2013-11-29). წაკითხვის თარიღი: 2013-12-01.
  9. Georgia-EU association agreement initialled
  10. EU forges closer ties with Ukraine, Georgia and Moldova. European External Action Service (2014-06-27). წაკითხვის თარიღი: 2014-06-27.
  11. President: Georgia is ready to contribute to EU crisis management operations
  12. საქართველოს შეუძლია შეიტანოს განცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ოღონდ დემოკრატიის პრინციპების დაცვის პირობით — ევროპარლამენტი.
  13. Public attitudes in Georgia: Results of a April 2014 survey carried out for NDI by CRRC-Georgia
  14. Georgia can be full EU member in 5-10 years.
  15. Сесилия Мальстрём привезла в Грузию план действий по либерализации визового режима с ЕС.
  16. ЕС окажет Грузии помощь в сфере миграции и управления границами.