გროვ კარლ ჯილბერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გროვ კარლ ჯილბერტი
დაბ. თარიღი 6 მაისი, 1843(1843-05-06)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი როჩესტერი
გარდ. თარიღი 1 მაისი, 1918(1918-05-01)[1] [2] [3] [4] [5] (74 წლის) ან 1918[6]
გარდ. ადგილი ჯექსონი
დასაფლავებულია Glenwood Cemetery[7]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა გეოლოგი[8] , ასტრონომი და ფოტოგრაფი[9]
მუშაობის ადგილი აშშ-ის გეოლოგიური სამსახური
ალმა-მატერი როჩესტერის უნივერსიტეტი
ჯილდოები ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[10] და უოლასტონის მედალი[11]
ხელმოწერა

გროვ კარლ ჯილბერტი (ინგლ. Grove Karl Gilbert; დ. 6 მაისი 1843, როჩესტერი — გ. 1 მაისი 1918, ჯექსონი, მიჩიგანის შტატი) — ამერიკელი გეოლოგი და გეომორფოლოგი. 1862 წელს დაამთავრა როჩესტერის უნივერსიტეტი. მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული წევრი ვაშინგტონში (1883 წლიდან). 1893 და 1909 წლებში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.

ჯილბერტმა დაადგინა კორდილიერების სიღრმული აგებულება. პირველმა გამოყო ინტრუზიის განსაკუთრებული ფორმა და მისთვის შეიტანა სპეციალური სახელწოდება ლაკოლითი. გამოიკვლია მდინარეული პროცესები, მ.შ. მდინარეების მიერ ნატეხი მასალების გადატანა. შეისწავლა ასევე რელიეფის წარმომქმნელი ფორმები, მათი მოძრაობა და წყლისა და ქარის დამანგრეველი ზემოქმედება.

რეგიონული ტექტონიკური კვლევების განზოგადების საფუძველზე ჯილბერტმა განარჩია დედამიწის ქერქის ორი ტიპის მოძრაობა — დედამიწის ვრცელი ტერიტორიების ნელი ხანგრძლივი აზევება-დაძირვა და სწრაფი ხანმოკლე დანაოჭება, რომელთაც შესაბამისად ეპეიროგენული და ოროგენული მოძრაობები უწოდა. გროვ კარლ ჯილბერტმა 1877 წელს შემოიღო ცნება ეროზია. ლონდონის გეოლოგიურმა საზოგადოებამ 1900 წელს დააჯილდოვა უოლასტონის მედლით. 1910 წელს ამერიკის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გადასცა ჩარლზ დეილის სახელობის მედალი.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Report on the geology of the Henry Mountains, 2 еd., Wash., 1880;
  • Lake Bonneville, Wash., 1890;
  • An introduction to physical geography, 2 ed., N. Y., 1908 (совм. с A. P. Brigham);
  • Glaciers and glaciation, Wash., 1910.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. Czech National Authority Database
  7. Find a Grave — 1996.
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #117729817 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. https://archiveswest.orbiscascade.org/ark:/80444/xv20530
  10. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 137.
  11. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal