უილიამ მორის დეივისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უილიამ მორის დეივისი

უილიამ მორის დეივისი
უილიამ მორის დეივისი
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1850
დაბადების ადგილი ფილადელფია
გარდაცვალების თარიღი 5 თებერვალი, 1934
გარდაცვალების ადგილი პასადენა
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია, გეოლოგია, გეომორფოლოგია, მეტეოროლოგია
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი

უილიამ მორის დეივისი (ინგლ. William Morris Davis; დ. 12 თებერვალი 1850, ფილადელფია — გ. 5 თებერვალი 1934, პასადენა) — ამერიკელი გეოგრაფი და გეოლოგი. გეომორფოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1870 წლიდან მუშაობა დაიწყო არგენტინის მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. 1879 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. 1876 წლიდან მუშაობდა იმავე უნივერსიტეტში (1890 წლიდან პროფესორი). ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის დამაარსებელი (1904) და ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1911), მრავალი გეოლოგიური და გეოგრაფიული საზოგადოების, მ.შ. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი.

1890-1915 წლებში მუშაობდა აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში; ჩაატარა გეოლოგიური კვლევითი მუშაობა აშშ-ის სხვადასხვა რაიონსა და სამხრეთ ამერიკის და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. 1903 წელს იმოგზაურა თურქესტანის უდაბნოს რაიონებში. 1890 წელს შეიმუშავა მოძღვრება გეოგრაფიულ ციკლებზე. გამოყო: ნორმალური (მდინარეულ-ეროზიული), მყინვარული, კარსტული, უდაბნოსა და ზღვიური ციკლები. დეივისის შეხედულებამ გეოგრაფიულ ციკლთა შესახებ დიდი როლი ითამაშა გეომორფოლოგიის განვითარებაში. უილიამ მორის დეივისმა შექმნა გეომორფოლოგიური სკოლა და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ფიზიკურ გეოგრაფიული სწავლების საკითხებს; შეიმუშავა ბლოკდიაგრამებითა და რელიეფის მოდელებით რელიეფის გამოსახვის ახალი ხერხები. ავტორია ტერმინისა პენეპლენი (1889).

თხზულებები[რედაქტირება]

  • Physical geography, Boston — L., 1899;
  • A journey across Turkestan, Wash., 1905 (Pumpelly's Explorations in Turkestan); Grudzüge der Physiogeographie, 2 Aufl., Bd 1—2, Lpz., 1915—17 (совм. с G. Braun);
  • Die erklärende Beschreibung der Landformen deutsch bearb. von A. Rühl, 2 Aufl., Lpz., 1924.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]