სულეიმან დემირელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სულეიმან დემირელი
Süleyman Demirel
სულეიმან დემირელი Süleyman Demirel
სულეიმან დემირელი, 1998 წელი
თურქეთის პრეზიდენტის გერბი თურქეთის მე-9 პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 1993 – 16 მაისი, 2000
წინამორბედითურგუთ ოზალი
მემკვიდრეაჰმეტ ნეჯდეთ სეზერი

დაბადებული1 ნოემბერი, 1924
ისპარტა, თურქეთი
გარდაცვლილი17 ივნისი, 2015 (90 წლის)
ანკარა, თურქეთი
ეროვნებათურქი
რელიგიაისლამი

სულეიმან დემირელი (თურქ. Süleyman Demirel; დ. 1 ნოემბერი, 1924, ისპარტა — გ. 17 ივნისი, 2015, ანკარა) — თურქი პოლიტიკოსი. თურქეთის პრეზიდენტი 1993–2000 წლებში. 1965–1993 წლებში არაერთხელ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა (1965–1971, 1975–1977, 1977–1978, 1979–1980, 1991–1993 წლებში).

1964–1980 წლებში იყო სამართლიანობის პარტიის გენერალური თავმჯდომარე, 1987–1993 წლებში — „სწორი გზის“ (დაარსდა 1983) პარტიის გენერალური თავმჯდომარე. დემირელი არის თურქეთის ეკონომიკური მოდერნიზაციისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ბისეკის) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის, „ტრასეკას“ პროექტის განხორციელების აქტიური მხარდამჭერი. დემირელი იყო პირველი უცხოელი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პრემიერ-მინისტრის რანგით 1992 წლის 30 ივლისის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ხელი მოეწერა საქართველო-თურქეთის პირველ სრულმასშტაბიან ხელშეკრულებას, აგრეთვე სხვა დოკუმენტებს. დემირელი როგორც თურქეთის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით — ორჯერ, ხოლო სამუშაო ვიზიტით ერთხელ იყო საქართველოში (ბორჯომში 1995 წლის 31 ივლისს ვალეს საკონრტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის შემდეგ). 1992 წლიდან თურქეთსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი ურთიერთობა დამყარდა. დემირელი არჩეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (1997), თბილისსა და ბათუმში გაიხსნა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯები. დაჯილდოებულია ოქროს საწმისის ორდენით (2000).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
თურგუთ ოზალი
თურქეთის პრეზიდენტი

19932000
შემდეგი:
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი