გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი - (დ. 14 ოქტომბერი, 1956, ლუქსემბურგი) — გერმანელი მოქანდაკე, ცხოვრობს შტარნბერგის ტბაზე. იგი მოღვაწეობს მსოფლიო მასშტაბით, ძირითადად ქმნის მაღალხარისხოვანი ფოლადის აბსტრაქტულ სკულპტურებს, აგრეთვე აქვს გრაფიკული და ლითოგრაფიული ნამუშევრები.

განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის დამთავრების შემდეგ (1976 წ., ტუტცინგი, ბავარია) გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ფილოსოფიას სწავლობდა მიუნხენის უნივერსტეტში (1976-1978). 1978-1982 წლებში გააგრძელა სწავლა მიუნხენის სახვით ხელოვნების აკადემიაში რობერტ იაკობსონთან და ედუარდო პაოლოცისტან. 2001 წლიდან ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. 2001-2005 წლებში ასწავლიდა ქ. ნოიშტადტის (მდ. დუნაიზე) საზაფხულო აკადემიაში. 2005 წლიდან ბად რაიჰენჰალის აკადემიაში, ხოლო 2004 წლიდან შეიერნის პროფესიულ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის ხელოვნებას. 2009 წლის ნოემბერში გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად [1] გერმანიაში.[2] 2010 წლის მარტიდან გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი საქართველოს წარმოადგენს ავსტრიის საგარეო სამსახურის საერთაშორისო საბჭოზე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი არის ოტო ფონ ჰაბსბურგისა და რეგინა ფონ ჰაბსბურგის მეოთხე შვილი. იგი დაქორწინებული იყო 1978–1998 წლამდე გერმანელ ადვოკატ ქრისტიან მაისტერზე და ჰყავს სამი შვილი სევერინი, ლიობა და ალენა.

მუდმივი გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ყოველწლიურად აწყობს გამოფენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2005 წლიდან იგი განსაკუთრებით აქტიურად მოღვაწეობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში .

  • 1989 — საავტრო გალერეა, მიუნხენი
  • 1989 — სუზენ ქონვეი ქეროლის გალერეა, ვაშინგტონი, აშშ
  • 2000 — გალერეა ლოიპი, ციპინგენი, შვეიცარია

საჯარო შეკვეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007— ვარდების რევოლუციის მონუმენტი, თბილისი საქართველო
  • 2007 — შადრევანი ნალი და ბორბალი, ასტანა, ყაზახეთი
  • 2004 — ფონდი ’’ქანდაკება შვეიცარია’’, ლუცერნი, შვეიცარია [3]
  • 2000 — ქ. თბილისი, საქართველო
  • 1999 — ქ. ბეთლემი, პალესტინა
  • 1998 — ქანდაკების პარკი საროსპატაკი, უნგრეთი
  • 1998 — გალერეა მურსკა სობოტა, სლოვენია
  • 1998 — სკოპიეს ქალაქის მუზეუმი, მაკედონია
  • 1997 — ქალაქის გალერეა, ბუდაპეშტი, უნგრეთი
  • 1997 — საზოგადოება ჰესპერინგენი, ლუქსემბურგი
  • 1997 —. ლეტენიე, უნგრეთი
  • 1996 — მუზეუმი ვიურტი, კიუნცელზაუ, გერმანია
  • 1995 — ზალცბურგის უნივერსიტეტი, ავსტრია
  • 1995 — უცხოური ხელოვნების მუზეუმი, რიგა, ლატვია
  • 1994 — ერნსტ მუზეუმი, ბუდაპეშტი, უნგრეთი
  • 1994 — ახმატოვას მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი
  • 1994 — ბოცენის მუზეუმი, ბოცენი, იტალია
  • 1994 — Voest Alpine, ლინცი, ავსტრია
  • 1992 — ქ. ვესპრემი, უნგრეთი
  • 1992 — ლანკო დეზსცოს მუზეუმი, ვესპრემი, უნგრეთი
  • 1990 — მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვაშინგტონი
  • 1985 — ფერდინანდეუმ მუზეუმი, ინსბრუკი, ავსტრია

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1991— Förderpreis für bildende Kunst und Architektur der Sudetendeutschen Landsmannschaft (არქიტექტურისა და ხელოვნების წლიური ჯილდო)
  • 1995 — მასარიკის ხელოვნების აკადემიის პრემია, პრაღა, ჩეხეთი
  • 1996 — სოპრონის საზღვრის გახსნის აღსანიშნავი მონუმენტი
  • 2000 — ეროპული ხელოვნების კავშირი, პaრიზი
  • 1994 წლიდან — კინოს პრემიის "MediaNet-Award" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი
  • 1996 წლიდან — კინოს პრემიის "VFF TV-Movie Award" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი
  • 1997 წლიდან — კინოს პრემიის "High Hopes Award" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი
  • 1997 წლიდან — კინოს პრემიის "CineMerit Award" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი
  • 1998 წლიდან — კინო პრემიის "Deutscher Filmschulpreis" პრიზის გაფორმება, მიუნჰენის ფილმის ფესტივალი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Gabriela von Habsburg.Skulpturen Mit Texten von Prof. Mathias Frehner und Prof. Carla Schulz-Hofmann Bucher GmbH & Co. Druck Verlag Netzwerk; Auflage: 1. Auflage (22. Oktober 2007) ISBN 978-3-902612-20-5 Gabriela von Habsburg.Sculptures (englische Ausgabe) ISBN 978-3-902612-31-1

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]