შინაარსზე გადასვლა

ალაჰშუქიურ ფაშაზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაჯი ალაჰშუქიურ გუმეთ ოღლი ფაშაზადე
ჰაჯი ალაჰშუქიურ გუმეთ ოღლი ფაშაზადე
ამიერკავკასიის მუსლიმანთა სასულიერო მმართველობის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1980 – 1992

დაბადებული26 აგვისტო, 1949
ლიკარანი, აზერბაიჯანი, სსრკ
ხელმოწერა

ჰაჯი ალაჰშუქიურ გუმეთ ოღლი ფაშაზადე (აზერ. Şeyxülislam Hacı Allahşükür Paşazadə; დ. 26 აგვისტო, 1949, სოფელი ჯილი , ლენქორანის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ) — საბჭოთა და აზერბაიჯანული რელიგიური მოღვაწე და ისტორიკოსი. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს უფროსი (1980 წლიდან). ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2003 წელს კავკასიის მუსლიმთა XI ყრილობაზე არჩეულ იქნა სამუდამო შეიჰ - ულ- ისლამათ.[1].

ჰაჯი ალაჰშუქიურ ფაშაზადე დაიბადა 1949 წლის 26 აგვისტოს აზერბაიჯანში, ლენქორანის რაიონის სოფელ ჯილში, თალიშთა ოჯახში. სკოლის დამთავრებისთანავე შრომობდა მეურნეობაში მუშად. [2]

1968 წელს მან ჩააბარა ბუხარის „მირი არაბის“ მედრესეში, ხოლო 1975 წელს დაამთავრა ტაშკენტის ისლამური ინსტიტუტი.[3].

1975 წლიდან ინიშნება მეჩეთ თეზეპირის აჰუნდათის და იმავდროულად იკავებს კავკასიის მუსლიმთა მმართველობაში პასუხისმგებელი მდივნისა და თავმჯდომარეს მოადგილის თანამდებობას.

1980 წლის ზაფხულში არჩეულ იქნა ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარედ. ასევე მას მიენიჭა შეიჰ-ულ-ისლამის სასულიერო წოდება.[4].

1985 წლიდან იგი არის იორდანიის სამეფოს ისლამური ცივილიზაციის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1988 წლიდან იგი ხდება მსოფლიო ისლამური კონგრესის სათათბირო საბჭოს წევრი. 1989 წელს ფაშაზადე არჩეულ იქნა საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატად. 1990 -1995 წლებში იგი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატი.[5].

1992 წელს ფაშაზადე არჩეულ იქნა ჩრდილო კავკასიელი ხალხების უმაღლესი რელიგიური საბჭოს თავმჯდომარედ აზერბაიჯანის, საქართველოს, დაღესტანის, ყაბარდო-ბალყარეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის და ადიღეის რელიგიური მოღვაწეების მიერ.[3]

ორგანიზაცია ისლამური კონფერენციისა და ისლამური ევრაზიული საბჭოს მმართველობის წევრი.

2004 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის რელიგიური საბჭოს თანათავმჯდომარე.

2008 წელს ლოს-ანჯელესის ტოლერანტობის ცენტრის მმართველთან რავინ აბრაჰამ კუპერტან შეხვედრაზე ფაშაზადემ განაცხადა, რომ სომხებთან მოლაპარაკებეს არანაირი შედეგი არ მოაქვს ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის გადაჭრაში, ვინაიდან „ ტყუილი და გამყიდველობა სომხებს სისხლში აქვთ“.[6]

2005 დან 2013 წლამდე შეიჰ - ულ - ისლამის ორდენით დაჯილდოვებულნი იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტები ჰეიდარ ალიევი (გარდაცვალების შემდგომ) და ილჰამ ალიევი, მოსკოვისა და მთლიანად რუსეთის პატრიარქი ალექსი II, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ექმელედინ იჰსანოღლი, თურქეთის პრემირ- მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქერიმოვი,მოსკოვისა და მთლიანად რუსეთის პატრიარქი კირილე II და საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი ილია II.[7].

  1. В Баку избран пожизненный глава мусульман Кавказа Независимая газета, 6 августа 2003.
  2. Становление независимого азербайджанского государства и этнические меньшинства დაარქივებული 2012-03-02 საიტზე Wayback Machine. 2012-02-03
  3. 3.0 3.1 Глава Управления мусульман Кавказа отмечает 60-летний юбилей Агентство Международной информации TREND 26 августа 2009
  4. На воре и шапка горит // Русская линия
  5. Биография на сайте УМК. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2017-12-02.
  6. Day.Az «Глава Духовного управления мусульман Кавказа: „Ложь и предательство в крови у армян“»
  7. Информация об ордене на сайте УМК archive 2016-03-05