დიმიტრი თესალონიკელი
დიმიტრი თესალონიკელი Δημήτριος της Θεσσαλονίκης | |
---|---|
![]() | |
დაიბადა |
არაუადრეს 270 და არაუგვიანეს 281 სალონიკი |
გარდაიცვალა |
306 სალონიკი[1] [2] ან Sremska Mitrovica[3] |
ხსენების დღე | 8 ნოემბერი და 9 აპრილი |
მოღვაწეობა | სამხედრო[4] [5] , ეკლესიის მსახური და ჯარისკაცი[3] |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი ან სოლუნელი (ბერძ. Άγιος Δημήτριος, Δημήτριος της Θεσσαλονίκης; გ. 306 წ.) — ქრისტიანი წმინდანი. ის აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანე დროს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი), ხოლო კათოლიკურში — 9 აპრილი.
ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს — რომის პროკონსულს თესალონიკში სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა, სადაც მოინათლა დიმიტრი. მამის გარდაცვალების შემდეგ, ზრდასრული დიმიტრი, ტახტზე ასულმა იმპერატორმა მაქსიმილიანე გალეროსმა, სამხედრო ღირსებებისათვის, იგი თესალონიკის მხარის პორკონსულად დანიშნა 305 წელს. მას ევალებოდა ქალაქის დაცვა ბარბაროსებისაგან და ქრისტიანების დევნა. მაგრამ დევნის ნაცვლად დიმიტრი განცხადებულად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ამ გზით ბევრი ქვეშევრდომიც მოაქცია ქრისტიანობაზე. განრისხებულმა მაქსიმილიანემ საპყრობილეში ჩააგდებინა იგი, თვით კი ამასობაში გლადიატორთა ასპარეზობებით ტკბებოდა, სადაც მისი რჩეული გოლიათი, ვინმე ლიოსი ორთაბრძოლებში ამარცხებდა ქრისტიანებს. ქრისტიანმა ჭაბუკმა ნესტორმა საპყრობილეში მყოფ დიმიტრის გამოსთხოვა ლოცვა-კურთხევა ლიოსთან შესაბმელად. დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ნესტორმა სძლია ლიოსს, რისთვისაც იმპერატორმა გამარჯვებული სიკვდილით დასაჯა, ხოლო დიმიტრის მკვლელები შეუგზავნა.
306 წლის 26 ოქტომბერს (იულ. კალენდრით) მტარვალებმა შუბით განგმირეს დიმიტრი (ამ დღეს აღესრულება წმინდანის ხსენება). ამ წმინდანის ერთგულმა მსახურმა ლუპემ პირსახოცით მოაგროვა დიმიტრის სისხლი და ამ სისხლით ნაკურთხი სიწმინდეებით მრავალი სნეული იღებდა კურნებას. ერთი საუკუნის შემდეგ მოიძიეს დიდმოწამის წმინდა ნაწილები, კონსტანტინე დიდის დროს კი მის სახელზე აშენდა დიდი ტაძარი. VII საუკუნიდან წმინდა დიმიტრის ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა, რის გამოც წმინდანს მირონმდინარის საეკლესიო სახელწოდებაც მიენიჭა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წმიდანთა ცხოვრება, ტ. IV, თბ., 2003
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://colnect.com/en/stamps/stamp/68550-Saints_Demetrius_and_Methodius-Thessaloniki-Greece
- ↑ http://www.tripadvisor.ca/Trending-g189473-t3-Thessaloniki_Thessaloniki_Region_Central_Macedonia.html
- ↑ 3.0 3.1 Czech National Authority Database
- ↑ http://www.newburyportnews.com/punews/local_story_303215043.html
- ↑ JSTOR — 1995.