ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
Нахчыван Мухтар Совет Сосјалист Республикасы
Naxçıvan Muxtar Sovet Sosyalist Respublikası

Flag of Azerbaijan 1918.svg
19211990 Flag of Azerbaijan.svg
Flag of Nakhichevan ASSR.svg Coat of Arms of Nakhichevan ASSR.png
დროშა გერბი
265nakhichevan-assr.gif
ნახიჩევანის ასსრ, ირანისა და სომხეთის სსრ-ის შორის.
დედაქალაქი ნახიჩევანი
რელიგია ათეიზმი
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
ისტორია
 - დაარსება ივლისი 1920
 - ნახიჩევანის ასსრ 16 მარტი 1921
 - დამოუკიდებლობა იანვარი 1990
 - ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა 19 ნოემბერი 1990

ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (აზერ. Нахчыван Мухтар Совет Сосјалист Республикасы, Naxçıvan Muxtar Sovet Sosyalist Respublikası) — აზერბაიჯანის სსრ-ის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. შეიქმნა 1921 წლის 16 მარტს და გახდა აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენელი ნაწილი 1924 წლის 9 თებერვალს.

1940-იან წლებში, როდესაც აზერბაიჯანული ლათინური ანბანი შეიცვალა კირილიცად, ნახიჩევანის დროშაც შეიცვალა საბჭოთა დროშით და წარწერით „Нахчыван МССР“.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომი და რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას, ნახიჩევანი გახდა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის უფრო მეტი სისხლღვრის ადგილი, სადაც ორივე პრეტენზიას ავლენდა ტერიტორიაზე. 1914 წლისთვის, სომხური მოსახლეობა ოდნავ შემცირდა 40%-მდე, ხოლო აზერბაიჯანელი მოსახლეობა გაიზარდა დაახლოებით 60%-მდე.[2] თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რეგიონი იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის სპეციალური კომიტეტის მმართველობის ქვეშ და შემდგომში ხანმოკლე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1918 წელს, როდესაც ადფრ დაიშალა, ნახიჩევანის, მთიანი ყარაბაღის, ზანგეზურის (დღეს სომხეთის პროვინცია სიუნიქი) და ყაზახის ტერიტორია გახდა სადავო ახლადშექმნილ სახელმწიფოთა სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. 1918 წლის ივნისში, რეგიონი გადავიდა ოსმალეთის მმართველობაში.[3] მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, ოსმალეთმა დათანხმდა გაეყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები კავკასიიდან, რომ შემდეგ ბრიტანეთს მოეხდინა რეგიონის ოკუპაცია.[4]

ბრიტანული ოკუპაციის ქვეშ, სერ ოლივერ უორდროპმა, ინგლისის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, შეთავაზა საზღვრების გავლა, კონფლიქტის მოგვარების მიზნით. უორდროპის თქმით, სომხეთის პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, არ უნდა გასცდეს ყოფილი ერევნის გუბერნიის (რომელიც ადრე, რუსეთის იმპერიის დაყოფით, მოიცავდა ნახიჩევანსაც) ადმინისტრაციულ საზღვრებს, ხოლო აზერბაიჯანი უნდა დაკმაყოფილდეს ბაქოსა და ელიზავეტოპოლის გუბერნიით. ეს წინადადება უარყოფილი იყო, როგორც სომხების მიერ (რომლებსაც არ სურდა უკან წაეღოთ თავიანთი მოთხოვნები ყაზახიზე, ზანგეზურისა და ყარაბაღზე), ისევე აზერბაიჯანელების მიერ (მათვის მიუღებელი იყო ნახიჩევანის დაკარგვა). იმის გამო, რომ დავები ორ ქვეყანას შორის გრძელდებოდა, მალე ნათელი გახდა, რომ მყიფე მშვიდობა ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ არ გაგრძელდება.[5]

1918 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის მუსავათის პარტიის მხარდაჭერით, ჯაფარგული-ხან ნახიჩევანსკიმ გამოაცხადა ახალი არაქსის რესპუბლიკა, რომელიც მოიცავდა ნახიჩევანის მაზრას, ყოფილ ერევნის გუბერნიას.[3] სომხეთის მთავრობამ არ აღიარა ახალი სახელმწიფო და გაგზავნა თავისი ჯარები რეგიონის ასაღებად. კონფლიქტმა მალე ძალადობრივ არაქსის ომში გადაიზარდა.[5] ასე აღწერა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, კარლ ბეკჰოფერმა, 1920 წლის აპრილის სიტუაცია:

თქვენ ვერ შეძლებთ დაარწმუნოთ ნაციონალისტების პარტია იმაში, რომ ორი შავისგან არ მიიღება თეთრი; შესაბამისად, არ იყო ისეთი დღე, რომელიც დამთავრდებოდა საჩივრების კატალოგის გარეშე, სადაც ორივე მხარე, სომხებიც და თათრებიც [აზერბაიჯანელები] ჩიოდნენ, არაპროვოცირებულ თავდასხმებზე, მკვლელობებზე, სოფლების დაწვასა და ასე შემდეგ. კერძოდ, სიტუაცია იყო მანკიერი ციკლების სერია.[6]

1919 წლის, ივნისის შუა რიცხვებში, სომხეთმა წარმატებით დაამყარა კონტროლი ნახიჩევანსა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. არაქსის რესპუბლიკის დაცემამ, გამოიწვია აზერბაიჯანის რეგულარული არმიის შემოჭრა ივლისის ბოლოს, ხოლო სომხური ჯარი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი ნახიჩევანი აზერბაიჯანელებს.[5] რაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ძალადობა, რის გამოც რამდენიმე ათიათასი სომეხი მოკვდა და ორმოცდახუთი სომხური სოფელი განადგურდა.[7] იმავდროულად, სიტუაციის უიმედობის შეგრძნებით და ტერიტორიაზე კონტროლის შეუნარჩუნებლობით, 1919 წლის შუა რიცხვებში, ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაეტოვა რეგიონი.[8] მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედებები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის გაგრძელდება და შეტაკებათა სერიის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნახიჩევანის რაიონში, დაიოდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდა მხოლოდ მცირე ხნით, ხოლო 1920 წლის მარტში, უფრო ძლიერი ბრძოლები გაჩაღდა მთიანი ყარაბაღში, ყარაბაღელ სომხებსა და აზერბაიჯანის რეგულარულ არმიას შორის. ეს გამოიწვია კონფლიქტი იმ ტერიტორიებზეც, სადაც მოსახლეობა შერეულია, მათ შორის, ნახიჩევანშიც.

გასაბჭოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის ივლისში, მე-11 საბჭოთა წითელმა არმიამ შემოიჭრა და მოახდინა რეგიონის ოკუპაცია, ხოლო 28 ივლისს გამოაცხადა ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ-თან „მჭიდრო კავშირში“. ნოემბერში, სომხეთის აღების ზღვარზე, ბოლშევიკებმა საზოგადოების მხარდაჭერის მოსაზიდად, სომხეთს დაპირდა, რომ ნახიჩევანს გადასცემს სომხეთს, ყარაბაღსა და ზანგეზურთან ერთად. ეს მაშინ შესრულდა, როდესაც ნარიმან ნარიმანოვმა, აზერბაიჯანის ბოლშევიკების ლიდერმა, გამოსცა საზეიმო გამარჯვების განცხადება „სომხეთის საბჭოთა ხელისუფლების“ მიმართ, სადაც განაცხადა, რომ ნახიჩევანი და ზანგეზური უნდა მიენიჭოს სომხეთს, აზერბაიჯანელი ხალხის მიერ სომეხი ხალხის მხარდაჭერისთვის, რომლებიც სომხეთის ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ:[9]

დღეისთვის, ძველი საზღვრები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცხადდება არარსებულად. მთიანი ყარაბახი, ზანგეზური და ნახიჩევანი ცხადდება, როგორც სომხეთის სსრ-ს განუყოფელი ნაწილი.[10][11]

ვლადიმერ ლენინმა მიესალმება ამ „დიდი საბჭოთა ძმობის“ აქტს, სადაც „საბჭოთა ხალხების ოჯახს შორის, საზღვრებს არ ჰქონდა მნიშვნელობა“, თუმცა არ დაეთანხმა ამას და ნახიჩევანის მოსახლეობას რეფერენდუმი შესთავაზა. ამ რეფერენდუმის ოფიციალური მოღვაწეების განცხადებით, რომელიც 1921 წლის დასაწყისში ჩატარდა, ნახიჩევანის მოსახლეობის 90% სურდა რეგიონი ჩართული იყო აზერბაიჯანის სსრ-ს შემადგენლობაში, „ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით“.[10] გადაწყვეტილება იმისა, რომ ნახიჩევანი გახდეს ნაწილი თანამედროვე აზერბაიჯანისა, გაამყარა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებამ, რომელსაც ხელი მოაწერეს მოსკოვში ერთის მხრივ, საბჭოთა რუსეთმა და მეორე მხრივ, ახლად დაარსებულმა თურქეთის რესპუბლიკამ.[12] შეთანხმებამ, საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, ასევე მოუწოდებდა შარურ-დარალაგეზის მაზრა (რომლის მოსახლეობის უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენდნენ), შევიდეს ნახიჩევანის შემადგენლობაში, რითაც თურქეთს საშუალება ექნებოდა ესაზღვროს აზერბაიჯანის სსრ-ს. ეს გარიგება კიდევ ერთხელ დაადასტურა, 13 ოქტომბერის ყარსის ხელშეკრულებამ. ხელშეკრულების V მუხლში წერია:

თურქეთის მთავრობა და სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ნახიჩევანის რეგიონი განსაზღვრული იყოს III-ე დანართში მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე ნახიჩევანის ავტონომიური ტერიტორია შევიდეს აზერბაიჯანის დაცვის ქვეშ.[13]

ამით, 1924 წლის 9 თებერვალს, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად დააფუძნა ნახჭევანის ასსრ. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს 1926 წლის 18 აპრილს.[3]

ნახიჩევანი საბჭოთა კავშირში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი, ნახიჩევანის ეთნიკურ შემადგენლობას შორის დაძაბულობამ იკლო, ისევე როგორც, ტერიტორიულმა პრეტენზიებმაც. ამის ნაცვლად, იგი გადაიქცა მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ზონად, განსაკუთრებით სამთო მინერალების მოპოვების სფეროში, როგორიცაა მარილის მოპოვებაში. საბჭოთა მმართველობის დროს, რეგიონის ტერიტორიაზე გადიოდა ძირითადი სარკინოიგზო ხაზები, როგორიცაა მოსკოვი-თეირანისა[14] და ბაქო-ერევანის რკინიგზის ხაზი.[3] რეგიონი, ასევე იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორია ცივი ომის დროს, ესაზღვრებოდა თურქეთსა (ნატო-ს წევრი) და ირანს (დასავლეთის ახლო მოკავშირე, 1979 წლის რევოლუციამდე).

ნახიჩევანის ასსრ-ს რუკა სსრკ-ს შემადგენლობაში.

საბჭოთა კავშირის დროს გაუმჯობესდა კეთილდღეობა. განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს განსაკუთრებული ცვლილებები შეეხო. 1913 წელს, ნახიჩევანში მხოლოდ ორი საავადმყოფო ფუნქციონირებდა, სულ 20 საწოლიანი. რეგიონში ხშირად იყო გავრცელებული ტრახომის და ტიფის დაავადებები. მალარიამ, რომელის ძირითადი მიზეზი მიმდებარე არაქსი იყო, რეგიონს სერიოზული ზიანი მიაყენა. ნებისმიერ დროს, 70%-დან 85%-მდე ნახიჩევანის მოსახლეობა ინფიცირებული იყო მალარიით, ასევე ნორაშენის მოსახლეობის (დღევანდელი შარური) თითქმის 100% დაავადებული იყო. სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა საბჭოთა პერიოდში. მალარიის შემთხვევა მკვეთრად შემცირდა, ხოლო ტრახომა და ტიფი მთლიანად აღმოიფხვრა.[3]

საბჭოთა პერიოდში, ნიხიჩევანის დემოგრაფიული სიტუაციაც გაუმჯობესდა. ამ დროს, სომხური მოსახლეობა თანდათან შემცირდა, რადგან ბევრი გადავიდა სომხეთის სსრ-ში. 1926 წელს, რეგიონის მოსახლეობის 15% ეთნიკურად სომეხები იყვნენ, ხოლო 1979 წლისთვის ეს ციფრი 1,4%-მდე შემცირდა.[15] იმავდროულად, აზერბაიჯანელი მოსახლეობის რიცხვმა საგრძნობლად გაიზარდა, ძირითადად მაღალი შობადობის და სომხეთიდან იმიგრაციის გამო (1926 წელს 85%-დან, 1979 წელს 96%-მდე[15]).

მთიან ყარაბაღშიც აღნიშნა სომხების მსგავსი შემცირება, მაგრამ უფრო ნელი დემოგრაფიული ტენდენციებით, მათ ეშინოდათ ტერიტორიის საბოლოო „დე-არმენიზაციისა“.[12] როდესაც დაძაბულობა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის განახლდა 1980-იან წლებში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა მოახერხა ზეწოლა მოეხდინა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც შემოიღო ნაწილობრივი სარკინიგზო და საჰაერო ბლოკადა სომხეთის მიმართ, ხოლო მეორე მიზეზი სარკინიგზო მომსახურების ჩამონგრევის გახდა ის, რომ სომხური ძალები აწყობდნენ თავდასხმებს მატარებლებს, რომლებიც შედიოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან, რის შედეგადაც რკინიგზის პერსონალმა უარი განაცხადა სომხეთში შესვლაზე.[16][17] ამ მოვლენამ ურყოფითი ეფექტი მოახდინა სომხეთის ეკონომიკაზე, რადგან ქვეყნის საქონლის 85% სატვირთო და სარკინიგზო მიმოსვლაზე იყო დამოკიდებული. ამის საპასუხოდ, სომხეთმა დახურა სარკინიგზო მიმოსვლა ნახიჩევანთან, რითაც დაკეთა ექსკლავის ერთადერთი გზა დანარჩენ საბჭოთა კავშირთან.

1989 წლის დეკემბერი, ნახიჩევანში გაჩაღდა არეულობა, როდესაც რეგიონის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ დაიწყო ირანთან საზღვრის დემონტაჟი, რეგიონის ტერიტორიის დატოვების და მათი ეთნიკური აზერბაიჯანელი ბიძაშვილების ნახვის მიზნით, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ირანში (ისტორიული სამხრეთი აზერბაიჯანი). ამ ქმედებამ გააბრაზა საბჭოთა ხელმძღვანელობა, ხოლო საბჭოთა მედიამ აზერბაიჯანელები „ისლამური ფუნდამენტალიზმის გაჩაღებაში“ დაადანაშაულა.[18] 1990 წლის იანვარში, ნახიჩევანის ასსრ-ს უზენაესმა საბჭომ გამოსცა განკარგულება, სადაც ნათქვამია ნახიჩევანის განზრახვაზე გამოეყოს სსრკ-ს, მისი ქმედებების პროტესტის ნიშნად, ბაქოს შავი იანვრის მოვლენების გამო. ამით ნახიჩევანი გახდა პირველი საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომელიც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამით გადაუსწრო რამდენიმე კვირით ლიტვასაც.

ჰეიდარ ალიევი, აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი, 1990 წელს დაბრუნდა თავის სამშობლოში, ნახიჩევანში, მას შემდეგ, რაც 1987 წელს მიხეილ გორბაჩოვმა გამოაძევა იგი მისი პოლიტბიუროს პოზიციიდან. დაბრუნებიდან მალევე, აბსოლუტური უმრავლესობით, ალიევი აირჩიეს ნახიჩევანის უზენაეს საბჭოში. ალიევი შემდგომში დატოვა სკკპ და გორბაჩოვის წინააღმდეგ, 1991 წლის აგვისტოს წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, მან მოუწოდა აზერბაიჯანის სრული დამოუკიდებლობისკენ, ასევე დაგმო აიაზ მუტალიბოვი გადატრიალების მხარდაჭერისთვის. 1991 წლის ბოლოს, ალიევმა გაამყარა თავისი ძალაუფლება, როგორც ნახიჩევანის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ასევე გამოაცხადა ნახიჩევანის სრული დამოუკიდებლობა ბაქოსგან.[19]

1990 წლის 19 ნოემბერს, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა შევიდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით.

ხსენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს, აზერბაიჯანის ეროვნულმა ბანკმა ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის 85 წლისთავისადმი, ოქროსა და ვერცხლის სამახსოვრო მონეტების წყვილი გამოსცა.[20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nakhchivan in the Soviet Union on Flags of the World
  2. Ian Bremmer and Ray Taras. New States, New Politics: Building Post-Soviet Nations, p. 484. ISBN 0-521-57799-3
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 (რუსული) Great Soviet Encyclopedia. Nakhichevan Autonomous Soviet Socialist Republic
  4. Croissant. Armenia-Azerbaijan Conflict, p. 15.
  5. 5.0 5.1 5.2 Dr. Andrew Andersen, Ph. D. Atlas of Conflicts: Armenia: Nation Building and Territorial Disputes: 1918-1920
  6. თომას დე ვაალი. შავი ბაღი: სომხეთი და აზერბაიჯანი ომსა და მშვიდობას შორის. New York: New York University Press, pp. 128-129. ISBN 0-8147-1945-7
  7. Hewsen, Robert H (2001). Armenia: A Historical Atlas. Chicago: University of Chicago Press, გვ. 266. ISBN 0-226-33228-4. 
  8. Croissant. Armenia-Azerbaijan Conflict, p. 16.
  9. De Waal. Black Garden, p. 129.
  10. 10.0 10.1 Tim Potier. Conflict in Nagorno-Karabakh, Abkhazia, and South Ossetia: A Legal Appraisal, p. 4. ISBN 90-411-1477-7
  11. Croissant. Armenia-Azerbaijan Conflict, p. 18.
  12. 12.0 12.1 Ian Bremmer and Ray Taras. New States, New Politics: Building Post-Soviet Nations, p. 444. ISBN 0-521-57799-3
  13. ANN/Groong -- Treaty of Berlin - 07/13/1878. წაკითხვის თარიღი: 12 June 2016.
  14. De Waal. Black Garden, p. 271.
  15. 15.0 15.1 Armenia: A Country Study: The New Nationalism, The Library of Congress
  16. Thomas Ambrosio. Irredentism: Ethnic Conflict and International Politics. ISBN 0-275-97260-7
  17. Stuart J. Kaufman. Modern Hatreds: The Symbolic Politics of Ethnic War. ISBN 0-8014-8736-6
  18. De Waal, Black Garden, p. 88-89.
  19. Azerbaijan: A Country Study: Aliyev and the Presidential Election of October 1993, The Library of Congress
  20. Central Bank of Azerbaijan. Commemorative coins. Coins produced within 1992–2010: Commemorative coins dedicated to 85th anniversary of Nakhchivan Autonomy Republic. Retrieved on 25 February 2010.