შინაარსზე გადასვლა

ნახახულევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ნახახულევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი
თემი ნახახულევი
კოორდინატები 42°21′18″ ჩ. გ. 42°25′53″ ა. გ. / 42.35500° ჩ. გ. 42.43139° ა. გ. / 42.35500; 42.43139
ცენტრის სიმაღლე 130 მ
მოსახლეობა 681[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნახახულევი — საქართველო
ნახახულევი
ნახახულევი — იმერეთის მხარე
ნახახულევი

ნახახულევი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალბედისეული, კონტუათი, საწულუკიძეო, უძლოური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 130 მეტრი, ხონიდან 4 კილომეტრი.

1926 წლისთვის შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 8101 ადამიანს, ხოლო ფართობი 82,9 კმ²-ს.[2] სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია განძი. სოფელში დგას წმინდა გიორგისა და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიები (2005.). სოფელში არის საჯარო სკოლა და ბიბლიოთეკა. სოფელში გადის ხონი-მარტვილის საავტომობილო გზა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 681 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]1001482519
2014[1] 681342339