შინაარსზე გადასვლა

ქუტირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქვიტირი.
სოფელი
ქუტირი

ქუტირის წმ. გიორგის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი
თემი ქუტირი
კოორდინატები 42°15′51″ ჩ. გ. 42°22′11″ ა. გ. / 42.26417° ჩ. გ. 42.36972° ა. გ. / 42.26417; 42.36972
ცენტრის სიმაღლე 60
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 889[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქუტირი — საქართველო
ქუტირი
ქუტირი — იმერეთის მხარე
ქუტირი

ქუტირი — სოფელი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), ქუტირის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: გვაზაური, პატარა ჯიხაიში, ქუტირი) ცენტრი.

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 60 მ-ზე, ხონიდან 9 კმ-ში.

სოფელი ქუტირი წერილობით წყაროებში ცნობილია XVI საუკუნიდან (ზოგ დოკუმენტში იხსენიება ასევე „ქვიტირის“ სახელითაც). 1545 წელს ზემო ქუტირი იმერთა მეფე ბაგრატ III-მ გელათის წმ. გიორგის საყდარს შესწირა „ხელშეუცვლელად... თჳნიერ ნადირობისა“. ქუტირის ციხისთავ ღოღობერიძისეული მოსახლე 2 კომლი ფეტუშნელიძე, სხვა გლეხთან ერთად, მეფემ „ნაშვილობით“ მიიღო ღოღობერიძის „უშვილოდ გარდახდომის“ გამო. გვიანი შუა საუკუნეებში ქუტირი იმერეთის სამეფოს ქვემო მხარის სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა, XIX საუკუნეში — ქუთაისის გუბერნიის ქუთაისის მაზრის ხონის საპოლიციო უბნის ღანირის (ღანირ-ქუტირის) სასოფლო საზოგადოებაში. აქ მამულები ჰქონდათ თავად წულუკიძეებს. 1930 წლიდან ხონის რაიონის (შემდგომში მუნიციპალიტეტის) ნაწილია.

სოფელში დგას წმ. გიორგის სახელობის ქვის გუმბათიანი ეკლესია, რომელიც 1872–1884 წლებში სოფლის მოსახლეობამ ააგო ძველი ხის ეკლესიის (1790 წ.) ადგილას ბერძენი არქიტექტორის აბრამ პოლიტოვის პროექტით.[2]

ქუტირის აღმოსავლეთით მდებარეობს პატარა ჯიხაიშის „გორიკების“ (ხელოვნური გორანამოსახლარების) ჯგუფი. აქ ზედაპირულად აკრეფილი გვიანბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალის ნაწილი ინახება ქუტირის საჯარო სკოლის ისტორიის კაბინეტში.[3]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 889 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 856 414 442
2014[1] 889 428 461
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. გვენეტაძე ე., ქუტირის წმინდა გიორგის ეკლესია, „აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შრომები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბ., 2024. — გვ. 102–107.
  3. ჟორჟოლიანი მ., ხელოვნური გორანამოსახლარები მდ. გუბისწყლის მიდამოებიდან, „ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული“ VII, 2015. — გვ. 284.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II