ზედა გორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზედა გორდი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი
თემი გორდი
კოორდინატები 42°26′00″ ჩ. გ. 42°32′00″ ა. გ. / 42.43333° ჩ. გ. 42.53333° ა. გ. / 42.43333; 42.53333
მოსახლეობა 397[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ზედა გორდი — საქართველო
ზედა გორდი
ზედა გორდი — იმერეთის მხარე
ზედა გორდი

ზედა გორდისოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, გორდის თემი. მდებარეობს კოლხეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე.

1926 წლისთვის გორდის თემი შედგებოდა ექვსი სოფლიდგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 4867 ადამიანს, ხოლო ფართობი 50 კმ2-ს.[3] ამჟამად გორდის თემი მოიცავს ზედა გორდს, ქვედა გორდს, ბანგვეთსა და გამოღმა ნოღას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 397 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 464 222 242
2014[1] Decrease2.svg 397 195 202

ბუნების ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მიდამოებში, მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს ოკაცეს კანიონი, რომლის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული.

სოფლის მიდამოებშია ასევე გორდის მღვიმე.

დავით დადიანის სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ნანგრევები. სასახლე დავით დადიანმა 1841 წელს რუსი არქიტექტორის, ლეონიდ ვასილიევის პროექტის მიხედვით ააშენებინა. სასახლე იყო ორსართულიანი, ციხე-სიმაგრის მსგავსი ნაგებობა. დასრულებული სახით შენობა სიგრძეში 40 მეტრს და სიგანეში 20 მეტრს შეადგენდა. პირველ სართულს სვეტები და თაღები ჰყოფდა, ხოლო მეორე სართულზე დიდებული დარბაზი, მისაღები ოთახი, სალონი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.

დავით დადიანმა მოიწვია სახელგანთქმული აგრონომი და ლანდშაფტის არქიტექტორი, ჟოზეფ ბაბინი, რომელიც აგრეთვე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენებას ხელმძღვანელობდა და რომელსაც გორდის სასახლის გარშემო ბაღების დაპროექტება დაევალა. სამუშაოები ბაბინიმ დაიწყო და მოგვიანებით მშენებლობაზე პასუხისმგებლობა იტალიელმა მებაღემ გაეტანო ზამბერლეტიმ გადაიბარა. 80 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას ქვის კედელი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელშიც სამი დაცული ჭიშკარი იყო დატანებული. ამ კომპლექსში აბანო და ხელოვნური ტბაც შედიოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი