ქვედა კინჩხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ქვედა კინჩხა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი
თემი კინჩხა
კოორდინატები 42°29′07″ ჩ. გ. 42°33′58″ ა. გ. / 42.48528° ჩ. გ. 42.56611° ა. გ. / 42.48528; 42.56611
ცენტრის სიმაღლე 680
მოსახლეობა 73[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ქვედა კინჩხა — საქართველო
ქვედა კინჩხა
ქვედა კინჩხა — იმერეთის მხარე
ქვედა კინჩხა

ქვედა კინჩხასოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას თემი. მდებარეობს მდინარე ოკაცეს მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი, ხონიდან 27 კილომეტრი. სოფელში არის კინჩხას საჯარო სკოლა.

1926 წლისთვის კინჩხას თემი შედგებოდა ხუთი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 2624 ადამიანს, ხოლო ფართობი 94,9 კმ²-ს.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 73 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 143 76 67
2014[1] Decrease2.svg 73 46 27

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არის რამდენიმე გამოქვაბული და მღვიმე: „წმინდალიანის გამოქვაბული“, „კლდეიდას მღვიმე“, „ღვალბაჯანის გამოქვაბული“. სოფელში მიკვლეულია ძველი ლითონსადნობების ნაშთები. ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული, მეფე აკეს (ძვ. წ. III საუკუნე) სტატერი. ისტორიული ძეგლებიდან შემორჩენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარი კიბულა, სადაც აღმოჩენილია სამლოცველო-სამსხვერპლო, ეკვდერი, ჯვრის ტიპი სამარხ-სარკოფაგები. ასევე სოფლის ტერიტორიაზეა წმინდა გიორგის ეკლესია, ტარეშის ეკლესია და აკლდამა (შუა საუკუნეები), მაცხოვრის ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]