მ, ⴋ, Ⴋ, Მ[1] (მანი) — ქართული ანბანის მეთორმეტე (ძველ ქართულში — მეცამეტე) ასო. შეესაბამება ბაგისმიერ მჟღერ ხშულ ცხვირისმიერ თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ორმოცს (40).
მ-ს მოხაზულობა ასომთავრულში წრისა და ხაზების კომბინაციაა. მ ნუსხურში მარჯვნივ გადახრილია. მხედრულში იგი ერთიან, მომრგვალებულ კონტურს იძენს. ნუსხურსა და მხედრულში იგი ზედა სამ ხაზში იწერება.