გ, ⴂ, Ⴂ, Გ[1] (განი) — ქართული ანბანის მესამე ასო. მისი სახელია „განი“. გრაფიკული სიმბოლო უკანანუნისმიერი ხშულ-მსკდომი მჟღერი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴂ, ნუსხურში — ⴂ, ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ სამს (3). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა სამ ხაზში თავსდება.
გ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. გ ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. მისი ქვედა ნაწილი რკალური ფორმისაა, ხოლო მხედრულში წრეს წარმოადგენს. ნუსხურსა და მხედრულში გ ქვედა სამ ხაზში იწერება.