მთავარი გვერდი (მარტივი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მთავარი გვერდი (PDA ვერსია))

რჩეული სტატია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

მთავარი სიახლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


ეს დღე ისტორიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის (АЭС) მეოთხე ბლოკი
ჩერნობილის ატომური ელექტრო-სადგურის (АЭС) მეოთხე ბლოკი
  • 1933 : დაარსდა გესტაპო, ნაცისტური გერმანიის საიდუმლო პოლიცია.
  • 1937 : ესპანეთის სამოქალაქო ომი: გერნიკა, ესპანეთი დაიბომბა გერმანიის ლუფტვაფეს მიერ.
  • 1962 : ნასას კოსმოსური ხომალდი რეინჯერ-4 მთვარეზე ვარდება.
  • 1964 : ტანგანიიკისა და ზანზიბარის შეერთებით ყალიბდება ტანზანია.
  • 1986 : უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე (სურათზე) მომხდარი აფეთქებით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ატომური კატასტროფა მოხდა.
  • 1991 : სამოცდაათი ტორნადო დაფიქსირდა აშშ-ს ცენტრალურ შტატებში.
  • 2005 : საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, სირიას თავისი ბოლო 14 000-იანი გარნიზონი გაყავს ლიბანიდან, რითაც ამ ქვეყანაში მისი 29 წლიანი სამხედრო დომინირება მთავრდება.

    იცოდით, რომ...[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:

    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი


    რჩეული ფოტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky