მთავარი გვერდი (მარტივი)
რჩეული სტატია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანკარა — თურქეთის დედაქალაქი. მდებარეობს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში. საქალაქო აგლომერაციის მოსახლეობა 5 200 000-ს შეადგენს, ხოლო ანკარის პროვინციაში 5 864 049 ადამიანი ცხოვრობს. ანკარა თურქეთის უდიდესი ქალაქია ურბანული ტერიტორიის მიხედვით, მეორეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (სტამბოლის შემდეგ), და მესამე — მეტროპოლიური ტერიტორიის მიხედვით (კონიისა და სივასის შემდეგ).
ანკარა ისტორიულად ცნობილია, როგორც ანკირა და ანგორა. თავდაპირველად ძველი კელტური სახელმწიფოს, გალატიის (ძვ. წ. 280–64 წლებში), ხოლო შემდეგ ამავე სახელწოდების რომაული პროვინციის (ძვ. წ. 25–VII საუკუნე) პოლიტიკური ცენტრი იყო. ანკარაში გვხვდება ხათური, ხეთური, ლიდიური, ფრიგიული, გალატური, ბერძნული, სპარსული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური არქეოლოგიური ძეგლები. ოსმალებმა ანკარა ჯერ ანატოლიის ეიალეთის (1393 – XV საუკუნის ბოლო), ხოლო შემდეგ ანგორის ეიალეთისა (1827–1864 წლებში) და ანგორის ვილაიეთის (1867–1922 წლებში) დედაქალაქად აქციეს. 1920 წლის 23 აპრილს ანკარაში დაარსდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა, რომელიც გახდა თურქული ეროვნული მოძრაობის შტაბი თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1923 წლის 29 ოქტომბერს, ანკარა გახდა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, სადაც მან ჩაანაცვლა სტამბოლი, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი იყო.
მთავარი სიახლეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაურა ფერნანდეს დელგადო კოსტა-რიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ილიანა იოტოვა (სურათზე) ბულგარეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
- ნიკა ეგაძე (მამაკაცთა შორის), ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა (წყვილთა შორის) ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
- საუდის არაბეთის შეტევის შემდეგ, იემენის სამთავრობო ძალებმა სამხრეთის გარდამავალი საბჭოს დედაქალაქ ადენზე კონტროლი დაამყარეს.
- აშშ-მა ვენესუელაში სამიზნეები დაბომბა, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაატყვევა, დელსი როდრიგესი კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
- ბულგარეთი ევროზონის 21-ე წევრი გახდა.
მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.
ეს დღე ისტორიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1814 : ნორვეგიის დამოუკიდებლობით ბოლო მოეღო კალმარის უნიას.
- 1858 : ლურდში (საფრანგეთი), ღვთისმშობლის თვრამეტი გამოცხადებიდან პირველი შემთხვევა გახდა ცნობილი, რის გამოც ამ ადგილს კათოლიკე მლოცველთა ტალღა მოაწყდა.
- 1929 : რომაული საკითხის გადასაჭრელად, იტალიამ და რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდა საყდარმა ლატერანის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რითაც ვატიკანი (გერბი სურათზე) დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
- 1964 : ბერძნებსა და თურქებს შორის ლიმასოლში (კვიპროსი), შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რაც ქვეყნის დაყოფით დასრულდა.
- 1979 : ირანის რევოლუცია — აიათოლა რუჰოლა ხომეინი ქვეყნის მმართველი გახდა.
- 1990 : ანტიაპართეიდის აქტივისტი ნელსონ მანდელა პაარლის ციხიდან (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) გაათავისუფლეს 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ.
- 2006 : მიშელ ბაჩელეტი ჩილეს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
იცოდით, რომ...
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:

- ნორმან ეინჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
რჩეული ფოტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.
- ავტორი: Winky