კროს-რივერის შტატი
შტატი | |
---|---|
კროს-რივერის შტატი ინგლ. Cross River State | |
ქვეყანა | ნიგერია |
ადმ. ცენტრი | Calabar |
შიდა დაყოფა | Abi[1] [2] , Yala[1] [2] , Obanliku[1] [2] , Odukpani[1] [2] , Ogoja[1] [2] , Yakurr[1] [2] , Obubra[1] [2] , Akamkpa[1] [2] , Akpabuyo[1] [2] , Bakassi[1] [2] , Bekwarra[1] [2] , Biase[1] [2] , Etung[1] [2] , Calabar South[1] [2] , Calabar Municipal[1] [2] , Boki[1] [2] , Ikom[1] [2] და Obudu[1] [2] |
კოორდინატები | 5°45′00″ ჩ. გ. 8°30′00″ ა. გ. / 5.75000° ჩ. გ. 8.50000° ა. გ. |
დაარსდა | 3 თებერვალი, 1976 |
ფართობი | 20 156 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 2 892 988 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 143,53 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
საფოსტო ინდექსი | 540001 |
ოფიციალური საიტი | example.com |
კროს-რივერის შტატი (ინგლ. Cross River State) — შტატი ნიგერიის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში. სახელწოდება მომდინარეობს მდინარე კროსისგან.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კალაბარი.
- ფართობი — 20 156 კმ², მოსახლეობა — 2 892 988 ადამიანი (2006).[3]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კროს-რივერის შტატი მდებარეობს ნიგერიის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში, კამერუნთან მის სახელმწიფო საზღვარზე (აღმოსავლეთიდან). კროს-რივერის შტატიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ფედერალური შტატი ბენუე, დასავლეთით — აბიის შტატი, ჩრდილო-დასავლეთით — ებონიის შტატი, სამხრეთ-დასავლეთით — აკვა-იბომის შტატი. სამხრეთიდან მას გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კროს-რივერის შტატი დაარსდა 1967 წლის 27 მაისს სახელწოდებით «სამხრეთ-აღმოსავლეთი». 1976 წლის 3 თებერვალს მას უკვე სახელად უწოდეს კროს-რივერი. შტატის პირველი გუბერნატორი იყო უდუოკაჰა ჯ. ეზუენე (1967—1975 წლებში).
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კროს-რივერის შტატი დაყოფილია 18 თვითმმართველობის რაიონად.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კროს-რივერის შტატის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, რომელიც იყოფა სახელმწიფო და კერძო სექტორებად. თუ კერძო სექტორში უპირატესად დაკავებულია მცირე ფერმერები, სახელმწიფო სექტორი ფლობს მსხვილ პლანტაციებს, სადაც მოჰყავთ ბრინჯი, იამსი, მანიჰოტი, სიმინდი, ბანანი, კაკაო, კაუჩუკი, არაქისი და ქოქოსის პალმა. ამას გარდა, დიდ როლს თამაშობს თევზჭერა და მეცხოველეობა — ცხვრების, თხების, ღორების, ასევე შინაური ფრინველების, კურდღლების და სხვა საქონლის მოშენება. სასარგებლო წიაღისეულიდან შტატის ტერიტორიაზე მოიპოვებენ კირქვას, ტიტანის და კალის მადანს.
ქალაქ კალაბარიში მდებარეობს საოკეანო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შტატის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-03-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 https://www.naijahomebased.com/list-23-local-goverment-areas-cross-river-state/
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 https://nigerianfinder.com/local-governments-in-nigeria-the-full-list/
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng
|