შინაარსზე გადასვლა

სოკოტოს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
სოკოტოს შტატი
ინგლ. Sokoto State
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი სოკოტო[1]
შიდა დაყოფა Binji[2] [3] , Bodinga[2] [3] , Dange Shuni[2] [3] , Sabon Birni[2] [3] , Kware[2] [3] , Rabah[2] [3] , Kebbe[2] [3] , Isa[2] [3] , Illela[2] [3] , Gwadabawa[2] [3] , Gudu[2] [3] , Goronyo[2] [3] , Gada[2] [3] , Sokoto South[2] [3] , Sokoto North[2] [3] , Silame[2] [3] , Shagari[2] [3] , Tambuwal[2] [3] , Tangaza[2] [3] , Tureta[2] [3] , Wamako[2] [3] , Yabo[2] [3] და Wurno[2] [3]
კოორდინატები 13°05′00″ ჩ. გ. 5°15′00″ ა. გ. / 13.08333° ჩ. გ. 5.25000° ა. გ. / 13.08333; 5.25000
მმართველი Alhaji Ahmad Aliyu[4]
დაარსდა 3 თებერვალი, 1976[1] [5]
ფართობი 25 973 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 3 702 676 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 142,56 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი https://postcode.com.ng/rabah-postal-or-zip-codes-sokoto-state/
ოფიციალური საიტი sokotostate.gov.ng

სოკოტოს შტატი (ინგლ. Sokoto State) — შტატი ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სოკოტო.
  • ფართობი — 25 973 კმ², მოსახლეობა — 3 702 676 ადამიანი (2006).[6]

სოკოტოს შტატი მდებარეობს სავანების ზონაში. წელიწადი იყოფა ორ სეზონად — მშრალ და წვიმიან სეზონად. მშრალი სეზონი იწყება ოქტომბერში და გრძელდება აპრილამდე (ზოგჯერ — ივნისამდეც). წვიმიანი სეზონი, თავის მხრივ, გრძელდება მაისიდან სექტემბრის ან ოქტომბრის ჩათვლით.[7] ნალექების საერთო რაოდენობა წელიწადში — 500 მმ-დან 1300 მმ-მდე.

XIX საუკუნეში თანამედროვე შტატის ტერიტორიაზე მდებარეობდა სოკოტოს ხალიფატი. 1903 წელს ეს ტერიტორია დაიპყრო დიდი ბრიტანეთის ჯარებმა ბარონ ფრედერიკ ლუგარდის ხელმძღვანელობით.[8] შეიქმნა ჩრდილოეთ ნიგერიის პროვინცია, სადაც შედიოდა თანამედროვე სოკოტოს შტატის ტერიტორიაც. 1967 წელს, როდესაც უკვე ნიგერიას დამოუკიდებლობა მოპოვებული ჰქონდა, ქვეყანა დაიყო შტატებად.[7] 1976 წელს ტერიტორიული რეფორმების შედეგად შრდილო-დასავლეთის შტატი დაიყო სოკოტოს შტატად და ნიგერის შტატად. 1991 წელს შტატის შემადგენლობიდან გამოიყო ახალი შტატი — კების შტატი, 1996 წელს კიდევ ერთი — ზამფარის შტატი.[7]

2006 წლის აღწერის მონაცემების შედეგად სოკოტოს შტატის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 702 676 ადამიანს. რეგიონში მაცხოვრებელი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებია ჰაუსა და ფულბე. ასევე ცხოვრობენ ტუარეგები და ზაბარმავა.[7] მორწმუნეების უმრავლესობა — სუნიტებია (უმცირესობაში ასევე ცხოვრობენ შიიტები).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოკოტოს შტატი დაყოფილია 23 თვითმმართველობის რაიონად.

სოკოტოს შტატის მოსახლეობის 80 %-ზე მეტი დაკავებულია სოფლის მეურნეობის სფეროში. პირადი საჭიროებისთვის ძირითადად მოჰყავთ კარტოფილი, მანიჰოტი, არაქისი, სიმინდი და ბრინჯი, ასევე ხორბალი, ბამბა, თამბაქო და გასაყიდად სხვადასხვა ბოსტნეული.[9] ადგილობრივი მაცხოვრებლები ასევე დაკავებულები არიან თევზჭერით; განვითარებულია სხვადასხვა სახის ხელსაქმე, როგორებიცაა სამჭედლო საქმე და ტყავისაგან ნაკეთობების დამზადება.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე აქ დამზადებული გუმიარაბიკი მოთხოვნადია არა მარტო შტატის შიგნით, არამედ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზეც.[9]

შტატის ტერიტორია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვებენ ფოსფორიტებს, კირქვას, კაოლინს, თიხას, ქვიშას და სხვა მინერალებს.[9]

იმის გამო, რომ ტროპიკული აფრიკის ბევრი სხვა ქვეყნებისა და ტერიტორიებისგან განსხვავებით სოკოტოს შტატში არ გვხვდება ბუზი ცეცე, აქ საკმაოდ განვითარებულია მეცხოველეობა. საქონლის სულადობა შეფასებულია 8 მილიონად; ამ მაჩვენებლის მიხედვით შტატს ქვეყანაში უკავია მეორე ადგილი.[9]

სოკოტოს შტატში განვითარებულია ტომატის დამზადება, ფქვილის, შაქრის, ტექსტილის პროდუქციის, წებოს, ტყავის წარმოება, ასევე ქსოვილის შეღებვა.[9]

სოკოტოს შტატში, განსაკუთრებით მის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ სოკოტოში, მდებარეობს მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები და XIX საუკუნეში არსებული დამოუკიდებელი სოკოტოს სახელმწიფოს პერიოდიდან შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები. შტატს ყოველწლიურად სტუმრობს ათასობით ტურისტი. არსებობს 7 ოტელი.[10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 https://currentaffairs.ng/state/sokoto/
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 https://www.naijahomebased.com/list-23-local-governmtn-areas-sokoto-state/
  3. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 https://nigerianfinder.com/local-governments-in-nigeria-the-full-list/
  4. Sokoto State Governor
  5. https://businessday.ng/news/article/full-list-36-nigerian-states-their-dates-of-creation-and-how-they-were-created/
  6. Population by State and Sex. population.gov.ng
  7. 1 2 3 4 About Sokoto. Sokoto State Government, Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2012-07-04.
  8. British Conquest of the Sokoto Caliphate 1903. Wars of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  9. 1 2 3 4 5 Investments. Sokoto State Government, Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2012-07-04.
  10. Hotels & Tourism. Sokoto State Government, Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-24. ციტირების თარიღი: 2012-07-04.