ეკიტის შტატი
შტატი | |
---|---|
ეკიტის შტატი ინგლ. Ekiti State | |
ქვეყანა | ნიგერია |
ადმ. ცენტრი | Ado Ekiti |
შიდა დაყოფა | Ikere[1] [2] , Ijero[1] [2] , Ikole[1] [2] , Emure[1] [2] , Ido-Osi[1] [2] , Ekiti South-West[1] [2] , Ekiti West[1] [2] , Ekiti East[1] [2] , Efon[1] [2] , Gbonyin[1] [2] , Ado-Ekiti[1] [2] , Oye[1] [2] , Irepodun/Ifelodun[1] [2] , Moba[1] [2] , Ilejemeje[1] [2] და Ise/Orun[1] [2] |
კოორდინატები | 7°40′00″ ჩ. გ. 5°15′00″ ა. გ. / 7.66667° ჩ. გ. 5.25000° ა. გ. |
დაარსდა | 1 ოქტომბერი, 1996 |
ფართობი | 6353 კმ² |
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
მოსახლეობა | 2 398 957 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 377,61 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ოფიციალური საიტი | ekitistate.gov.ng |
ეკიტის შტატი (ინგლ. Ekiti State) — შტატი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთით.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ადო-ეკიტი.
- ფართობი — 6353 კმ², მოსახლეობა — 2 398 957 ადამიანი (2006).[3]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შტატის ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრი სიმაღლის პლატოზე, რომელიც აგებულია მეტამორფული ქანებისაგან. ძირითადად ეს სწორი ადგილია, სადაც გვხვდება ერთეული ან ჯგუფური კლდოვანი ქანების შვერილები. სამხრეთი დაფარულია ტროპიკული ტყეებით, ჩრდილოეთი წარმოადგენს სავანას.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკიტის შტატისათვის დამახასიათებელია ორსეზონიანი ტროპიკული კლიმატი — წვიმიანი სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით და მშრალი სეზონი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. ტენიანობა მაღალია, ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 21 °C-სა და 28 °C-ს შორის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ბრიტანეთის მიერ კოლონიზაციამდე ეკიტის შტატი იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძირითადად იორუბას ხალხით დასახლებული.
ეკიტის შტატი შეიქმნა 1996 წლის 1 ოქტომბერს, გენერალ სანი აბაჩას დიქტატორული მმართველობის დროს, ონდოს შტატის გაყოფის გზით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკიტის შტატი დაყოფილია 16 თვითმმართველობის რაიონად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ekiti247.com დაარქივებული 2017-06-10 საიტზე Wayback Machine.
- Ekiti.com
- Ekitinigeria.net
- saharareporters.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 https://postcode.com.ng/list-of-the-local-government-areas-in-ekiti-state/
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 https://nigerianfinder.com/local-governments-in-nigeria-the-full-list/
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng
|