ანამბრის შტატი
| შტატი | |||
|---|---|---|---|
|
ანამბრის შტატი ინგლ. Anambra State | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| ადმ. ცენტრი | Awka[1] | ||
| შიდა დაყოფა | Aguata[2] [3] , Anambra East[2] [3] , Anambra West[2] [3] , Anaocha[2] [3] , Nnewi South[2] [3] , Nnewi North[2] [3] , Onitsha South[2] [3] , Onitsha North[2] [3] , Ogbaru[2] [3] , Idemili North[2] [3] , Ekwusigo[2] [3] , Njikoka[2] [3] , Ihiala[2] [3] , Idemili South[2] [3] , Ayamelum[2] [3] , Awka South[2] [3] , Awka North[2] [3] , Dunukofia[2] [3] , Orumba South[2] [3] , Orumba North[2] [3] და Oyi[2] [3] | ||
| კოორდინატები | 6°20′00″ ჩ. გ. 7°00′00″ ა. გ. / 6.33333° ჩ. გ. 7.00000° ა. გ. | ||
| დაარსდა | 3 თებერვალი, 1976[1] | ||
| ფართობი | 4844 კმ² | ||
| ოფიციალური ენა | Igbo[1] და ინგლისური ენა | ||
| მოსახლეობა | 4 177 828 კაცი (2006) | ||
| სიმჭიდროვე | 862,47 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
| საფოსტო ინდექსი | 420001[1] | ||
| ოფიციალური საიტი | anambrastate.gov.ng | ||
|
| |||
ანამბრის შტატი (ინგლ. Anambra State) — შტატი ნიგერიის სამხრეთით. ფართობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პატარა შტატი ნიგერიაში (35-ე ადგილი 36 შტატს შორის). ყველაზე უფრო დიდი ქალაქები — ონიჩა და ნევი. შტატს სახელი დაერქვა მდინარე ანამბრის გამო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შტატის ტერიტორიაზე X საუკუნიდან 1911 წლამდე მდებარეობდა შუა საუკუნეების სახელმწიფო ნრი. ნიგერიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ანამბრა გახდა ბიაფრის ომის არენა: ქალაქ ულიში/ამორკაში აშენდა აეროდრომი, რომლითაც ბიაფრის ტერიტორიაზე ქალაქ სან-ტომეს გავლით მიეწოდებოდა ჰუმანიტარული დახმარება. შვედი ავიატორი კარლ გუსტავ ფონ როზენი ბიაფრის რესპუბლიკას დაეხმარა საჰაერო ფლოტის შექმნაში, რომელიც შედგებოდა Malmö MFI-9 ტიპის 5 თვითმფრინავისაგან და ბაზირებული იყო უგას აეროდრომდე.
1976 წელს აღმოსავლეთის ცენტრალური შტატის დაყოფისას შეიქმნა ანამბრის შტატი, რომელიც 1991 წელს გაიყო თანამედროვე ანამბრის და ენუგუს შტატებად.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანამბრის შტატის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი (98 %) შედგება იგბოს ხალხისაგან. უმცირესობაში მყოფი იგალას ხალხი ცხოვრობს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ანამბრის შტატი დაყოფილია 21 თვითმმართველობის რაიონად.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შტატის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბუნებრივი აირის, ნავთობის და ბოქსიტების მოპოვება. 2006 წელს აქ გაიხსნა ნიგერიაში პირველი კერძო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა — Orient Petroleum Refinery. პრაქტიკულად მთელი მისი ტერიტორია ვარგისია მიწათმოქმედებისათვის. შტატში ძირითადად კულტივირებულია ზეთოვანი პალმა, სიმინდი, ბრინჯი, იამსი და მანიჰოტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შტატის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 https://www.anambrastate.gov.ng/
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 https://www.directory.org.ng/lga_anambra_anambra-east
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 https://nigerianfinder.com/local-governments-in-nigeria-the-full-list/
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng
| |||||