თარგის განხილვა:ნიგერიის შტატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შტატებზე სტატიის სათაურები მიცემით ბრუნვაში გვინდა? უმრავლეს ვიკიში მხოლოდ შტატის სახელი წერია, სახელობით ბრუნვაში. თან გავითვალისწინოთ კვეცის ამბავიც, რომელიც ხშირად ძალიან „ამახინჯებს“ რეალურ სახელწოდებას. --მიხეილ მიწერა 05:45, 17 ივლისი 2012 (UTC)

მიშა აბა ერთი ეს თარგი ნახე. აქაც ყველას ნათესაობითი ბრუნვა აქვს და სულ ცოტა ხნის წინ „დავამახინჯეთ“ მე და დავით1010-მა. რაღაც სტანდარტებში ხომ უნდა ვჯდებოდეთ? სხვა ვიკიში რა ხდება ჯობს ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები ქართული ენის ნორმებიდან გამომდინარე. მოდი ერთს გირჩევ შენს სუბიექტურ მოსაზრებებს ნუ გადააყოლებ ვიკიპედიას. --ჯაბა ლაბაძე 05:51, 17 ივლისი 2012 (UTC)
თურქეთის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, იქ ქალაქებსაც ანალოგიური სახელი ჰქვია მისგან გასარჩევად სჭირდება ადმინისტრაციული ერთეულის დაკონკრეტება. სუბიექტურობა არაფერ შუაშია, განხილვებში მგონი აქამდე ჩვენს სუბიექტურ აზრებს გამოვთქვამდით და გვქონდა უფლება ვიღიმიმიხეილ მიწერა 05:56, 17 ივლისი 2012 (UTC)

როდესაც რამეს დაწერ მიშა ჯერ გადამოწმე როგორაა საქმე სხვა ვიკიპედიებში, თუ ჩვენ ამ შტატებს შტატს არ მივუწერთ ბოლოში, მოგვიწევს ფრჩხილების გამოყენება, რამდენიმე შტატს დასჭირდება მრავალმნიშვნელობის გვერდი და ფრჩხილებიც. ფრჩხილებზე კი ადრე სადღაც შევთანხმდით (დეუს აქვს ეს გვერდი) რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი მისი გამოყენებისაგან. მაგ., შენს მიერ დარედაქტირებულ ბაუჩის შტატის დედაქალაქი არის ბაუჩი, შენი ვარიანტის მიხედვით უნდა იყოს ბაუჩი (შტატი) და ბაუჩი (ქალაქი) მე კი შეთანხმებული წესის გამო ვწერ: ბაუჩის შტატი და ბაუჩი. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ და ვფიქრობ ეს ნამდვილად თითიდან გამოწოვილი პრობლემაა, გარკვეული მიზეზების გამო წინ წამოწეული. მე დავამთავრე. ამ თემაზე შენთან კამათს აღარ ვაგრძელებ. --ჯაბა ლაბაძე 06:01, 17 ივლისი 2012 (UTC)

პ. ს. თან ამ თარგში ხომ ყველა შტატის სახელი სახელობით ბრუნვაში მიწერია? მომხმარებელი კარგად მიხვდება რომ აბიის შტატის სახელია აბია და არა აბიი როცა თარგს ჩახედავს. --ჯაბა ლაბაძე 06:09, 17 ივლისი 2012 (UTC)
კარგი, არც მე ვაპირებ. მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, დაველოდოთ სხვებსაც. შენ კი რატომღაც ძალიან გინდა რომ ეს განხილვა „გარკვეულ მიზეზებს“ დაუკავშირო. ცდები. მეც დავამთავრე. --მიხეილ მიწერა 07:08, 17 ივლისი 2012 (UTC)
როგორც ყოველთვის უარგუმენტო პასუხია და ჩემს მიერ შემოთავაზებულ ორ ვარიანტზე პასუხი არ წერია. მართლა აღარაფერი მაქვს სალაპარაკო. --ჯაბა ლაბაძე 07:32, 17 ივლისი 2012 (UTC)

ამ გვერდზე დასმულ ბავშვურ (ძალიან ზრდილობიანად რომ ვთქვათ) გამოხტომას ვპასუხობ. აბსოლიტურად ყველა აქტიურმა მომხმარებელმა იცის, რომ მაქვს წიგნი საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, ჰოდა როდესაც სტატიას ან თარგს ვქმნი ჯერ მაგ წიგნს ჩავხედავ ხოლმე (ესეც ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ ეტყობა დაავიწყდათ). ასევე მოვიქეცი ამ თარგის შექმნის შემთხვევაშიც, თუმცა ამ ბოლო დროს ჩემი არ ჯერა გარკვეულ ადამიანებს და მასეთ ურწმუნოებს აგერ დავუწერ იმ 14 შტატის სახელს, რომელიც აღმოვაჩინე თარგის შექმნამდე ამ წიგნში :

  • ადამავა - გვ. 22
  • ბაუჩი - გვ. 32
  • ბენუე - გვ. 38
  • ენუგუ (იყო ანამბარის შტატის დედაქალაქი მის გაყოფამდე) - ორივე ფიქსირდება გვ. 64-ზე
  • კადუნა - გვ. 83
  • კანო - გვ. 86
  • კაცინა - გვ. 88
  • კვარა - გვ. 90
  • ლაგოსი - გვ. 101
  • ნიგერი - გვ. 125
  • ოიო - გვ. 129
  • ონდო - გვ. 130
  • სოკოტო - გვ. 162

დანარჩენები ნამდვილად არ ყოფილა შეტანილი ამ წიგნში (მიზეზი ისაა რომ ამ წიგნის გამოცემის შემდეგ ჩამოყალიბდნენ როგორც შტატები), იმედია შეცდომას აღმოაჩენთ და მიხედავ ამ საქმეს (რა თქმა უნდა წყაროების მითითებით). --ჯაბა ლაბაძე 10:36, 17 ივლისი 2012 (UTC)

პ. ს. წიგნი გამოცემულია 1989 წელს. ეს ისე რომელიმე განხილვაში წაკითხული რომ არ გქონდეთ. :D --ჯაბა ლაბაძე 10:36, 17 ივლისი 2012 (UTC)