ოიოს შტატი
ოიოს შტატი (ინგლ. Ọyọ State) — შტატი ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოიოს შტატის საერთო ფართობი შეადგენს 28 454 კმ²-ს. ლანდშაფტი ძირითადად წარმოადგენს მთებს და ზეგნებს (ზღვის დონიდან 500 მეტრ სიმაღლეზე სამხრეთში და 1219 მეტრამდე ჩრდილოეთში).
ყველაზე უფრო დიდი მდინარეებია: ოგუნი, ობა, ოიანი, ოტინი, ოფიკი, სასა, ონი, ოსუნი.
ბუნების ობიექტებია: ოიოს ძველი ეროვნული პარკი, სადაც მდებარეობს გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი აფთრისებრი ძაღლის განსახლების თავდაპირველი არეალი[4].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი იბადანი იყო დასავლეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
1948 წელს ქალაქ იბადანში გაიხსნა იბადანის უნივერსიტეტი, ერთ-ერთი პირველი უმაღლესი სასწავლებელი დასავლეთ აფრიკაში. ოიოს შტატი შეიქმნა 1976 წლის 3 თებერვალს დასავლეთის შტატის ბაზაზე. 1991 წელს ოიოს შტატიდან გამოიყო ოსუნის შტატი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოიოს შტატის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს იორუბას ეთნოსი (სუბეთნიკური ჯგუფებია — ოიო, იბადანი, იბარაპასი).
ყველაზე უფრო დიდი ქალაქებია — იბადანი, ისეიინი, ოგბომოშო, ოიო.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოიოს შტატი დაყოფილია 33 თვითმმართველობის რაიონად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შტატის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-10-08 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Directory of Cities and Towns in Oyo State, Nigeria
- Oyo State Ministry of Industry Applied Science & Technology დაარქივებული 2009-05-08 საიტზე Wayback Machine.
- PEOPLE, POPULATION AND SETTLEMENT დაარქივებული 2014-08-21 საიტზე Wayback Machine. OnlineNigeria
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 https://oyostate.gov.ng/ministry-of-local-government-and-chieftaincy-matters/detailed-information-of-the-33-local-governments-in-brief/
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 https://nigerianfinder.com/local-governments-in-nigeria-the-full-list/
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng
- ↑ C. Michael Hogan. 2009. Painted Hunting Dog: Lycaon pictus, GlobalTwitcher.com, ed. N. Stromberg დაარქივებული 2010-12-09 საიტზე Wayback Machine.
| |||||