კოგის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოგის შტატი
ინგლ. Kogi State
დროშა
Flag of Kogi State.png

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი Lokoja
კოორდინატები 7°30′00″ ჩ. გ. 6°42′00″ ა. გ. / 7.50000° ჩ. გ. 6.70000° ა. გ. / 7.50000; 6.70000
დაარსდა 27 აგვისტო 1991
ფართობი 29 833 კმ²
მოსახლეობა 3 314 043 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 111,09 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ISO 3166 კოდი NG-KO
ოფიციალური საიტი example.com
Nigeria Kogi State map.png

კოგის შტატი (ინგლ. Kogi State) — შტატი ნიგერიის ცენტრში. ხალხში მას ეძახიან შეერთების შტატს, რადგანაც შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ლოკოჯა, თანამედროვე ნიგერიის პირველი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც მდებარეობს მდინარეების ნიგერის და ბენუეს შეერთების ადგილას.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლოკოჯა.
  • ფართობი — 29 833 კმ², მოსახლეობა — 3 314 043 ადამიანი (2006).[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგის შტატი შეიქმნა 1991 წლის 27 აგვისტოს კვარის და ბენუეს შტატების ნაწილებისაგან.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეღეისათვის შტატში ცხოვრობენ შემდეგი ეთნიკური ჯგუფები: იგალა, ებირა, ოკუნი (იორუბას მონათესავე ხალხი) და ბასა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგის შტატი დაყოფილია 21 თვითმმართველობის რაიონად.

ტრანსპორტი და კომუნიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგის შტატი დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიას აკავშირებს სამხრეთის 22 შტატთან. დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიასთან უშუალო სიახლოვის გამო, ქალაქ აბუჯის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება შიდა და საერთაშორისო რეისებს. შტატში ასევე კარგად არის განვითარებული სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგის შტატი, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ტურისტებს სთავაზობს დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს. ესაა ველური ბუნების დათვალიერება, ასევე ისტორიული და კულტურული ძეგლები. ქვეყნის დედაქალაქ აბუჯიდან სულ რაღაც 2 სთ-ის სავალ მანძილზე ტურისტებს შეუძლიათ დაგეგმონ ერთდღიანი მარშრუტები მათ მიერ დაინტერესებულ ადგილებში. შტატის მთავარი ღირსშესანიშნაობებია კოლონიალური პერიოდის ძეგლები, როგორებიცაა, მაგალითად, ლორდ ლუგარდის სახლი, მდინარეების — ნიგერის და ბენუეს შეერთების ადგილი, ოგიდი (Ogidi) (აფრიკული ქალაქი არაჩვეულებრივი ფორმის კლდოვანი ქვებით (Igneous Rock) და ტრადიციული წარმოებით).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Population by State and Sex. population.gov.ng