კატსინის შტატი
| შტატი | |
|---|---|
|
კატსინის შტატი ინგლ. Katsina State | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Katsina |
| შიდა დაყოფა | Bakori[1] [2] , Bindawa[1] [2] , Batsari[1] [2] , Batagarawa[1] [2] , Dutsin-Ma[1] [2] , Dutsi[1] [2] , Daura[1] [2] , Danja[1] [2] , Dandume[1] [2] , Dan Musa[1] [2] , Baure[1] [2] , Charanchi[1] [2] , Funtua[1] [2] , Ingawa[1] [2] , Malumfashi[1] [2] , Kusada[1] [2] , Mai'Adua[1] [2] , Kaita[1] [2] , Kankara[1] [2] , Kankia[1] [2] , Jibia[1] [2] , Is[1] [2] , Katsina[1] [2] , Kurfi[1] [2] , Rimi[1] [2] , Musawa[1] [2] , Matazu[1] [2] , Mashi[1] [2] , Mani[1] [2] , Sabuwa[1] , Sandamu[1] [2] , Zango[1] [2] , Safana[1] [2] და Faskari[1] [2] |
| კოორდინატები | 12°15′00″ ჩ. გ. 7°30′00″ ა. გ. / 12.25000° ჩ. გ. 7.50000° ა. გ. |
| მმართველი | Dikko Umar Radda[3] |
| დაარსდა | 23 სექტემბერი, 1987 |
| ფართობი | 24 192 კმ² |
| ოფიციალური ენა | ინგლისური ენა |
| მოსახლეობა | 5 801 584 კაცი (2006) |
| სიმჭიდროვე | 239,81 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+1 |
| ოფიციალური საიტი | katsinastate.gov.ng |
|
| |
კატსინის შტატი (ინგლ. Kaduna State) — შტატი ნიგერიის ჩრდილოეთით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]21 კმ სიგრძის კედლით გარშემორტყმული ქალაქი კატსინა გადმოცემის მიხედვით დაარსდა XII საუკუნეში[5]. ისლამამდელ პერიოდში ქალაქ-სახელმწიფო სარკის მმართველს მინიჭებული ჰქონდა საკრალური ფუნქციები, მას მიეწერებოდა ზებუნებრივი შესაძლებლობები.
XVII—XVIII საუკუნეებში ქალაქი კატსინა იყო ჰაუსალენდის ეკონომიკური ცენტრი, ჰაუსას ქალაქ-სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი. XVIII საუკუნეში ქალაქში აშენდა თავისი 50 ფუტის სიმაღლის მინარეთით განთქმული (გობირაუს მინარეთი) მეჩეთი, რომელიც აგებულია თიხით და პალმის ტოტებით[5].
1950-იან წლებში კატსინის შტატში შეიქმნა ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონებში პირველი ევროპული ტიპის საშუალო სკოლა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს შტატის მოსახლეობა შეადგენდა 5 801 584 ადამიანს, რომლის უმრავლესობა მიეკუთვნება ისლამის აღმსარებლობის ჰაუსას და ფულბეს ეთნიკურ ჯგუფებს.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატსინის შტატი დაყოფილია 34 თვითმმართველობის რაიონად.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატსინის შტატი ხორბლის, არაქისის, ფეტვის, გვინეის სორგოს მოყვანის და ასევე ტყავის გამოყვანის ცენტრია. ქალაქ კატსინაში ასევე ფუნქციონირებს არაქისის ზეთის ფაბრიკა და ლითონჩამომსხმელი ქარხანა[5]. შტატში ასევე მდებარეობს საინფორმაციო ტექნოლოგიის რამდენიმე კომპანია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შტატის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-05-16 საიტზე Wayback Machine.
- კატსინის გვერდი დაარქივებული 2009-01-30 საიტზე Wayback Machine. უმარუ იარ ადუას საიტზე
- კატსინის შტატის ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2019-03-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 https://www.naijahomebased.com/list-34-local-government-areas-katsina-state/
- 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 https://nigerianfinder.com/local-governments-in-nigeria-the-full-list/
- ↑ Katsina State Governor
- ↑ Population by State and Sex. population.gov.ng
- 1 2 3 Katsina\\"The Encyclopaedia Britannica Online"
| |||||