ერკიულ პუარო
| ერკიულ პუარო | |
|---|---|
|
დევიდ სუშე ერკიულ პუაროს როლში | |
| პირველი გამოჩენა | 1920 |
| შემქმნელი | აგათა კრისტი |
| ეპიზოდი |
33 რომანი 54 მოთხრობა 1 პიესა |
| ინფორმაცია | |
| სქესი | მამრობითი |
| დაბ. თარიღი | 1854–1873 |
| გარდ. თარიღი | ოქტომბერი, 1949 |
| დაბ. ადგილი | ლიეჟის პროვინცია, ბელგია |
| აღმსარებლობა | კათოლიკე |
| ეროვნება | ბელგიელი (ვალონიელი) |
ერკიულ პუარო (ინგლ. Hercule Poirot) — აგათა კრისტის დეტექტივების ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟი, ბელგიელი გამომძიებელი.
პერსონაჟის გარეგნობა და ხასიათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგათა კრისტის ნოველებში ერკიულ პუარო აღწერილია როგორც საშუალოზე დაბალი, მსხვილი, ასაკოვანი კაცი, დიდი კვერცის ფორმის თავით და წარმოუდგენელი ფორმის ულვაშებით. პუარო ყოველთვის კარგად იცვამს და დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ ჯანმრთელობას, შემოდგომაზე იგი ყოველთვის ხმარობს შარფს, მას არ უყვარს გაუმართლებელი რისკი.
პუაროს უყვარს გემრიელად ჭამა, განსაკუთრებით აფასებს ფრანგულ სამზარეულოს. იგი დადის კარგ და ძვირადღირებულ რესტორნებში, როგორც წესი მარტო და როგორც წესი გემრიელი კერძებით დასატკბობად. იგი არ სვამს ლუდს და უყვარს შავი მოცხვარის სეროფი.
პუარო ბელგიელია და არ უყვარს როდესაც ხალხს იგი ფრანგი ჰგონია. იგი ინგლისელების ბევრ წეს-ჩვეულებას უცნაურად მიიჩნევს. პუაროს არ უყვარს სახლის განიავება და ფანჯრების გაღება, იგი მიიჩნევს რომ კარგი ჰაერის ადგილი ქუჩაშია.
პუაროს ყველგან და ყველაფერში სიმეტრია და წესრიგი უყვარს. მის ბინაში ყველაფერი კვადრატულია, და მისი სახლიც კვადრატულია. პუარო ვერ იტანს უწესრიგობას და არეულობას.
გამოძიებებს პუარო აწარმოებს „საკუთარ სავარძელში“. მისი სიტყვებით არაა საჭირო რომ მან თვითონ ეძებოს ნაფეხურები და სხვა სამხილები, იგი მხოლოს ჯდება სავარძელში, ფიქრობს და ასე ხსნის საქმეებს.
პერსონაჟის ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერკიულ პუარო დაიბადა XX საუკუნის დასაწყისში ბელგიაში. იგი ახალგაზრდობიდან ბელგიის პოლიციაში მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი დაზვერვასთან იყო კავშირში. ამავე დროს იგი როგორც ლტოლვილი გადასახლდა ინგლისში, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება.
60-ანი წლებისთვის მან საკმარისი კაპიტალი მოაგროვა რათა უზრუნველად ეცხოვრა და ჩამოშორდა საქმიანობას. მიუხედავად ამისა სკოტლანდ იარდის თანამშრომლები და კერძო პირები მას ხშირად სთხოვდნენ დახმარებას.
პუარო ნაწარმოებებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| გამოცემის წელი | დასახელება ქართულად | დასახელება ინგლისურად | პარტნიორი პერსონაჟები |
|---|---|---|---|
| 1920 | იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში | The Mysterious Affair at Styles | არტურ ჰასტინგსი, ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი |
| 1923 | მკვლელობა გოლფის მოედანზე | The Murder on the Links | არტურ ჰასტინგსი |
| 1924 | პუარო იძიებს
|
Poirot Investigates
|
არტურ ჰასტინგსი, ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი, მის ლემონი |
| 1926 | როჯერ ეკროიდის მკვლელობა
(მკვლელობა ქინგს ებოთში) |
The Murder of Roger Ackroyd
(The Mystery of Kings Abbot) |
|
| 1927 | დიდი ოთხეული | The Big Four | არტურ ჰასტინგსი, ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი |
| 1928 | ლურჯი მატარებლის საიდუმლოება | The Mystery of the Blue Train | |
| 1930 | შავი ყავა [B] | Black Coffee | >> |
| 1932 | საფრთხე ენდჰაუსში
(ენდჰაუსის საიდუმლოება) |
Peril at End House | არტურ ჰასტინგსი, ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი |
| 1933 | ლორდ ეჯვერის სიკვდილი | Lord Edgware Dies | არტურ ჰასტინგსი |
| 1934 | მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში | Murder on the Orient Express | |
| 1935 | ტრაგედია სამ აქტად | Three Act Tragedy | |
| 1935 | სიკვდილი ღრუბლებში | Death in the Clouds | ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი |
| 1936 | მკვლელობები ანბანის მიხედვით | The A.B.C. Murders | არტურ ჰასტინგსი, ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი |
| 1936 | მკვლელობა მესოპოტამიაში | Murder in Mesopotamia | |
| 1936 | თამაში ღია კარტით | Cards on the Table | პოლკოვნიკი რეისი, არიადნა ოლივერი |
| 1937 | მკვლელობა შიდა ქუჩაზე და სხვა მოთხრობები
|
Murder in the Mews and Other Stories
|
არტურ ჰასტინგსი, ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი |
| 1937 | უტყვი მოწმე | Dumb Witness | არტურ ჰასტინგსი |
| 1937 | სიკვდილი ნილოსზე | Death on the Nile | პოლკოვნიკი რეისი |
| 1938 | პაემანი სიკვდილთან | Appointment with Death | |
| 1938 | ერკიულ პუაროს ქრისტეშობა | Hercule Poirot's Christmas | |
| 1939 | რეგატის საიდუმლო და სხვა მოთხრობები [A]
|
The Regatta Mystery and Other Stories
|
|
| 1940 | სევდიანი კვიპაროსი | Sad Cypress | |
| 1940 | ერთი, ორი, მოფრინდა ქორი | One, Two, Buckle My Shoe | ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი |
| 1941 | ბოროტება მზისქვეშეთში | Evil Under the Sun | |
| 1942 | ხუთი გოჭი | Five Little Pigs | |
| 1946 | ხეობა | The Hollow | |
| 1947 | ჰერაკლეს გმირობები
|
The Labours of Hercules
|
|
| 1948 | მოქცევა წარღვნის შემდეგ | Taken at the Flood | |
| 1948 | ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები [A]
|
The Witness for the Prosecution and Other Stories
|
|
| 1950 | სამი ბრმა თაგვი და სხვა მოთხრობები [A]
|
Three Blind Mice and Other Stories
|
|
| 1951 | ხელმოცარული და სხვა მოთხრობები [A]
|
The Under Dog and Other Stories
|
>> |
| 1952 | მისის მაკგინტი მკვდარია | Mrs McGinty's Dead | არიადნა ოლივერი |
| 1953 | დაკრძალვის შემდეგ | After the Funeral | |
| 1955 | ჰიკორი დიკორი დოკ | Hickory Dickory Dock | ფელისიტი ლემონი |
| 1956 | გარდაცვლილის კაპრიზი | Dead Man's Folly | არიადნა ოლივერი |
| 1959 | კატა მტრედებს შორის | Cat Among the Pigeons | |
| 1960 | საშობაო პუდინგის ამბავი და სასუსნავების არჩევანი
|
The Adventure of the Christmas Pudding and a Selection of Entrées
|
|
| 1961 | ორმაგი ცოდვა და სხვა მოთხრობები [A]
|
Double Sin and Other Stories
|
|
| 1963 | საათები | The Clocks | |
| 1966 | მესამე გოგონა | Third Girl | არიადნა ოლივერი |
| 1969 | ჰელოუინის სადღესასწაულო წვეულება | Hallowe'en Party | არიადნა ოლივერი |
| 1972 | სპილოებს ყველაფერი ახსოვთ | Elephants Can Remember | არიადნა ოლივერი |
| 1974 | პუაროს ადრეული საქმეები
|
Poirot's Early Cases
|
არტურ ჰასტინგსი, ინსპექტორი ჯეიმს ჯეფი, მის ლემონი |
| 1975 | ფარდა: პუაროს უკანასკნელი საქმე | Curtain | არტურ ჰასტინგსი |
| 1991 | პრობლემა პოლენსას ყურეში და სხვა მოთხრობები
|
Problem at Pollensa Bay and Other Stories
|
|
| 1997 | სანამ სინათლე გრძელდება და სხვა მოთხრობები
|
While the Light Lasts and Other Stories
|
|
| 1997 | არლეკინის ჩაის სერვიზი და სხვა მოთხრობები [A]
|
The Harlequin Tea Set and Other Stories
The Mystery of the Spanish Chest |
>> |
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A. ^ აგათა კრისტის სხვადასხხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მოთხრობების კრებული, რომელიც გამოიცა ამერიკაში. ერკიულ პუაროს შესახებ კრებულში შემავალი მოთხრობები სხვადასხვა დროს ასევე ბრიტანულ კრებულებში გამოიცა.
- B. ^ პიესა, მოთხრობის სახით გამოიცა ჩარლზ ოზბორნის მიერ 1998 წელს.
პუარო კინემატოგრაფიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ერკიულ პუაროს როლში პირველად ოსტინ ტრევორი თამაშობდა, 1931 წელს ფილმში ალიბი.
1975 წელს ალბერტ ფინეიმ ბრწყინვალედ შეასრულა პუაროს როლი ფილმში „აღმოსავლეთის ექსპრესი“. კიდევ ერთი ცნობილი შემსრულებელია პიტერ უსტინოვი, რომელმაც ითამაშა ფილმებში „სიკვდილი ნილოსზე“ (1978), „ბოროტება მზის ქვეშ“ (1982) და „პაემანი სიკვდილთან“ (1988).
პუაროს როლის ყველაზე ცნობილი შემსრულებელი კი არის დევიდ სუშე, რომელმაც ითამაშა სერიალ „პუაროში“.