ფაჰრი კორუთურქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფაჰრი კორუთურქი
ფაჰრი კორუთურქი
თურქეთის პრეზიდენტის გერბი თურქეთის მე-6 პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი 1973 – 6 აპრილი 1980
წინამორბედიჯევდეთ სუნაი
მემკვიდრექენან ევრენი

დაბადებული3 აგვისტო 1903
სტამბოლი თურქეთი
გარდაცვლილი12 ოქტომბერი 1987
სტამბოლი თურქეთი
ეროვნებათურქი
მეუღლეემელ კორუთურქი
შვილები3
რელიგიამუსლიმი

ფაჰრი კორუთურქი (თურქ. Fahri Korutürk, დ. 3 აგვისტო, 1903, სტამბოლი — გ. 12 ოქტომბერი, 1987, იქვე) — თურქეთის სამხედრო–საზღვაო ოფიცერი, დიპლომატი, თურქეთის მე–6 პრეზიდენტი.

1916 წელს შევიდა და 1923 წელს დაამთავრა სამხედრო–საზღვაო კადეტთა სკოლა, ხოლო 1933 წელს დაამთავრა სტამბოლის სამხედრო–საზღვაო აკადემია. მუშაობდა კრეისერზე და წყალქვეშა ნავზე. იყო სამხედრო ატაშე რომში, ბერლინში და სტოკჰოლმში.

1960 წლიდან ელჩია ჯერ სსრკ–ში, შემდეგ ესპანეთში. 1973 წელს თურქეთის პარლამენტმა აირჩია პრეზიდენტად. ამ თანამდებობაზე დარჩა ზუსტად 7 წელი, გადადგომის შემდეგ კი გახდა სენატის მუდმივი წევრი.

გარდაიცვალა 1987 წლის 12 ოქტომბერს. დაკრძალულია ანკარაში თურქეთის სახელმწიფო პანტეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ჯევდეთ სუნაი
თურქეთის პრეზიდენტი

19731980
შემდეგი:
ქენან ევრენი