ვენის პირველი არბიტრაჟი
ვენის პირველი არბიტრაჟი — პირველი არბიტრაჟი მოწვეული იქნა 1928 წლის 2 ნოემბერს ვენაში ბელვედერის სასახლეში გერმანიის და იტალიის საგარეო სამეთა მინისტრების - ი. რიბენტროპის და გ. ჩიანოს მიერ ჩეხოსლოვაკიაში „უნგრეთის საკითხის“ გადასაწყვეტად. ჩეხურ-უნგრული ეროვნულ-ტერიტორიული კონფლიქტის სასწრაფო რეგულირების საკითხი შეტანილი იყო 1938 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილ მიუნხენის შეთანხმებაში.
ვენის პირველი არბიტრაჟის დროს, არბიტრები ნაცისტური გერანიის და ფაშისტური იტალიის მხრიდან ეძებდნენ 1920 წლის ტრიანონის ხელშეკრულების გადახედვასთან დაკავშირებით უნგრეთის ტერიტორიული პრეტენზიების არაძალადობრივად დაკმაყოფილების საშუალებებს.
ვენის პირველი არბიტრაჟის შედეგად ჩეხოსლოვაკიისაგან იქნა გამოყოფილი და უნგრეთზე გადაცემული კარპატების სამხრეთი ნაწილი და სლოვაკეთის უნგრელებით დასახლებული სამხრეთ რაიონები. ამ სახით უნგრეთმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, რომელიც მან დაკარგა პირველი მსოფლიო ომის შედეგად ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაცემის შედეგად. უნგრეთისათვის გადაცემული ტერიტორიების საერთო ფართობმა შეადგინა 12 400 კმ², სადაც ცხოვრობდა 1 მლნ.ადამიანზე მეტი. 1938 წლის ნოემბრიდან — 1939 წლის მარტამდე მიმდინარე ჩეხოსლოვაკია-უნგრეთის საზღვრის დელიმიტაციამ დააზუსტა მხოლოდ სლოვაკეთის უბანი, რაც საშუალებას აძლევდა უნგრეთს, 1934 წლის 14 მარტს სლოვაკეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისას, დაეწყო დარჩენილი კარპატების ნაწილის მთლიანი ოკუპაცია.
1947 პარიზის სამშვიდობო კონფერენციამ ვენის პირველი არბიტრაჟის შეთანხმება იურიდიულ შეცდომად გამოაცხადა.
მოლაპარაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოლაპარაკებების დაწყებამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრეთმა ღიად დაგეგმა ძველი ტერიტორიების - სამხრეთ სლოვაკეთის და კარპატისპირეთის დაბრუნება. სლოვაკეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე პრეტენზიებს აცხადებდა აგრეთვე, პოლონეთი. უნგრეთს 1920 წლის ტრიანონის ხელშეკრულებით, პრაქტიკულად, თითქმის არმიის გარეშე დარჩა. მას ეშინოდა კარგად შეიარაღებულ ჩეხოსლოვაკიასთან კონფლიქტში შესვლა.
1938 წლის 30 სექტემბერს ხელი მოეწერა მიუნხენის შეთანხმებას, რომელმაც გადაწყვიტა ჩეხოსლოვაკიის გერმანული მოსახლეობის ბედი. უნგრეთისა და პოლონეთის ზეწოლით შეთანხმებას დაემატა მუხლები, რომლის თანახმად, ჩეხოსლოვაკიას 3 თვის ვადაში უნგრეთთან და პოლონეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაეწყვიტა უნგრელებითა და პოლონელებით დასახლებული საკუთარი ტერიტორიების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი გადაწყდებოდა მიუნხენის შეთანხმების ოთხი ხელმომწერის ქვეყნის (გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) მიერ. თუმცა პრინციპი ევროპაში მომხდარ ყველა მოვლენაზე ოთხი ხელმომწერის პასუხისმგებლობის შესახებ, მალე დაარღვია პოლონეთმა.
ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიისადმი ულტიმატუმის წაყენებიდან ორ კვირაში, 1 ოქტომბერს პოლონეთმა შეცვალა აღებული კურსი ზაოლზიას დაპყრობისკენ. მიუნხენის შეთანხმებით მოთხოვნილი მოლაპარაკებები მხოლოდ 1938 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. მათი მონაცემებით 1 დეკემბრისათვის პოლონეთის ხელში გადადიოდა კიდევ დამატებით 226 კმ² ტერიტორია, ამჯერად ჩრდ. სლოვაკეთი, რომელზეც ცხოვრობდა 4.280 ადამიანი და მხოლოდ 0,3 % იყო მათ შორის პოლონელი. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში გერმანიამ მოახდინა სუდეტის ოლქის ოკუპირება, 6 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიას გამოეყო სლოვაკეთი და საკუთარი ავტონომია გამოაცხადა კარპატისპირა რუსმა.
ძირითადი მოლაპარაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წლის 1 ოქტომბერს მიუნხენის შეთანხმების დამატებითი ნაწილის შესაბამისად უნგრეთმა მოითხოვა, რომ ჩეხოსლოვაკიას დაეწყო მოლაპარაკებები. საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ჩეხოსლოვაკია იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. მოლაპარაკებები მიდიოდა 1938 წლის 9-დან 13 ოქტომბრამდე მდინარე დუნაის სლოვაკურ სანაპიროზე, კომარნოში.
ჩეხოსლოვაკიის დელეგაციას სათავეში ედგა სლოვაკეთის მარიონეტული ხელისუფლების მეთაური იოზეფ ტისო. დელეგაციაში შედიოდნენ აგრეთვე, სლოვაკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ფერდინანდ დურჩანსკი და გენერალი რუდოლფ ვიესტი. პრაღის ხელისუფლებას წარმოადგენდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი დოქტორი ივან კრნო, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში. ავტონომიურ კარპატისპირა რუთენიას წარმოადგენდა ი. პარკანი კარპატისპირა რუთენიის მთავრობის უპორტფელო მინისტრი. უნგრეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი კალმან კანია და განათლების მინისტრი პალ ტელეკი. ჩეხოსლოვაკიის დელეგაცია (შედგებოდა ძირითადად სლოვაკებისაგან) იყო გამოუცდელი და მოუმზადებელი იმდენად, რამდენადაც მარიონეტულ ხელისუფლებას დიდი საშინაო პრობლემები ჰქონდა, რომელიც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვდა. ამის საწინააღმდეგოდ, უნგრეთის დელეგაცია შედგებოდა გამოცდილი პერსონებისაგან (მაგალითად, პალ ტელეკი იყო გეოგრაფიის ცნობილი ექსპერტი), და უნგრეთის ხელისუფლებას საშუალება ჰქონდა მომავალი მოლაპარაკებების გეგმა განეხილა 8 ოქტომბერს მათთან.
უნგრეთმა მოითხოვა ორი დასახლებული პუნქტის - დაბა ”სლოვენსკე ნოვე მესტო” და ქალაქი ”შაგი” - უკან დაბრუნება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. ჩეხოსლოვაკიის მახრე დათანხმდა ამ მოთხოვნას და უკვე 12 ოქტომბერს დასახლებული პუნქტები გადაეცა უნგრეთს. მოგვიანებით უნგრეთის მადა კიდევ უფრო გაიზარდა და მოითხოვა დამატებით მთელი სამხრეთ სლოვაკეთი. უნგრეთის წარმომადგენელმა კანიამ მიმართა მხარეებს გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო მიემართათ სასამართლოსთვის. ინგლისმა და საფრანგეთმა არ ისურვეს არბიტრის როლი ეთამაშათ და გამოეთიშნენ არსებულ სიტუაციას. სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ რატომ თქვეს ამ ქვეყნებმა უარი შემდგომ მოლაპარაკებებზე. მათ ნაცვლად ადგილი დაიკავეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გალეაცო ჩიანომ.
მოლაპარაკებების შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წლის 5 ოქტომბერს გერმანიამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, პოლონეთ-უნგრეთის საერთო საზღვარი არასასურველი იყო. აგრეთვე, გერმანიისათვის სასურველი იყო სლოვაკეთი არ გამოყოფოდა ჩეხოსლოვაკიას და დარჩენილიყო ძლიერი გერმანიის გავლენის ქვეშ. მოლაპარაკებების მიმდინარეობის მე-13 დღეს უნგრეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მალევე სლოვაკეთმა სასაზღვრო ზონაში გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა. უნგრეთმა დელეგაციები გააგზავნა გერმანიასა და იტალიაში. გრაფი ჩაკი გაემგზავრა რომში და ოთხმხრივი კონფერენციისათვის მზადება, რომელსაც უნდა დაესრულებინა საბოლოოდ მიუნხენის შეთანხმება. 16 ოქტომბერს უნგრეთის ელჩმა კარმან დარანმა გერმანიაში ჰიტლერს გადასცა, რომ უნგრეთი ომისათვის მზადაა. ჰიტლერმა განაცხადა, რომ უნგრებმა მას მოატყუეს, როცა უთხრეს, თითქოს სლოვაკები და რუთინები მზად იყვნენ ნებისმიერ ფასად შეერთებოდნენ უნგრეთს. მან განუცხადა უნგრეთს, რომ თუ ის ამ სიტუაციაში ომს წამოიწყებდა, უნგრეთს არცერთი ქვეყანა მხარს არ დაუჭერდა. მან შესთავაზა უნგრეთს მოლაპარაკებების გაგრძელება და ეთნიკური პრინციპების დაცვა. ამ საუბრის შედეგად რიბენტროპმა ჩეხოსლოვაკიის თანდასწრებით გააფორმა ახალი სასაზღვრო აოლი, რომელსაც „რიბენტროპის ზოლი“ უწოდეს. ის უკეთესად იცავდა ეთნიკურ პრინციპებს თუმცა პრაქტიკულად თითქმის არ განსხვავდებოდა უნგრეთის მიერ ადრე შემოთავაზებული ხაზისაგან.
მოლაპარაკებათა განახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმავე პერიოდში ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთს შორის აღდგა დიპლომატიური არხებით მოლაპარაკება. 19 ოქტომბერს მიუნხენში ვიზიტის შედეგად 22 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიამ მიიღო მესამე ტერიტორიული წინადადება: ის დაეთანხმა უნგრეთს დაეთმო მისთვის მიწები სამხრეთ სლოვაკეთში 9.606 კმ² და კარპატისპირა რუთენიაში 1.694 კმ², თუ ჩეხოსლოვაკია შეინარჩუნებდა ბრატისლავას, ნიტრას და კოშიცეს. უნგრეთმა უარყო წინადადება და მოითხოვა, რომ რაც შეიძლება მალე დაეცალათ ტერიტორიები, რათა სადავო მიწებზე ჩატარებულიყო პლებისციტი და კარპატისპირეთს ”დამოუკიდებლად გადაეწყვიტა თავისი მომავალი” და ასევე, გააფრთხილა ჩეხოსლოვაკია, რომ თუ უარყოფს პრეტენზიას, უნგრეთი მოითხოვს დასავლეთ სლოვაკეთში იტალიურ-გერმანულ და აღმოსავლეთ სლოვაკეთსა და კარპატისპირა რუთენიაში იტალიურ-გერმანულ-პოლონურ არბიტრაჟებს. ჩეხოსლოვაკიამ უარყო უნგრეთის მოთხოვნა და დათანხმდა არბიტრაჟებს. ორივე მხარე ვარაუდობდა, რომ მათ პრეტენზიებს მხარს დაუჭერდა გერმანია. იმავე დროს, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა არავითარი ინტერესი არ გამოავლინეს არბიტრაჟების მიმართ, თუმცა მზად იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ ოთხმხრივ კონფერენციაში, თუ ასეთი რამ შედგებოდა.
არბიტრაჟის წინ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩეხოსლოვაკიამ სწორად ვერ შეაფასა უნგრეთის გავლენა იტალიაზე. უნგრეთი არწმუნებდა იტალიას, რომ ჩეხოსლოვაკიაში მძლავრი გერმანული გავლენის განეიტრალდებოდა იტალიით მხარდაჭერილი უნგრული ძალით. ამის შედეგად, 27 ოქტომბერს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩიანომ დაარწმუნა რიბენტროპი, რომელიც იმ დროისათვის უკვე მხარს უჭერდა ოთხმხრივი მოლაპარაკების კონფერენციას, რომ იტალიურ-გერმანული არბიტრაჟი კარგი იდეა იყო და წარმოადგენდა ფრანგულ-ბრიტანული გავლენის წინააღმდეგ გადადგმულ დიდ ნაბიჯს. დიდი ყოყმანის შემდეგ რიბენტროპი დათანხმდა წარმოდგენილ წინადადებას, რომ არბიტრაჟი არ უნდა შემოფარგლულიყო ეთნიკური პრინციპებით და აუცილებლად უნდა გადასცემოდა უნგრეთს დამატებით ქალაქები — კოშიცე, უჟგოროდი და მუკაჩევო. უკანასკნელი ორი ქალაქის გარეშე კარპატისპირა რუთენია წარმოადგენდა ეკონომიური ცენტრების გარეშე დარჩენილ ტერიტორიას, რომელიც ვერ განვითარდებოდა. ჩეხოსლოვაკია არ იყო რიბენტროპის შეხედულებების ცვლილების კურსში, ამიტომ თვლიდა, რომ არბიტრაჟი მათ სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას.
1938 წლის 29 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიამ და უნგრეთმა ოფიციალურად მიმართეს იტალიას და გერმანიას ჩაეტარებინათ არბიტრაჟი.
არბიტრაჟი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დელეგაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არბიტრაჟი ჩატარდა ვენაში. მასში მონაწილეობდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი გალეაცო ჩიანო. უნგრეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კალმან კანია, მას თან ახლდა განათლების მინისტრი პალ ტელეკი. ჩეხოსლოვაკიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანტიშეკ ხვალკოვსკი და ივან კრნო. ჩეხოსლოვაკიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, ასევე, კარპატების რუთენია (პრემიერ-მინისტრი ავგუსტინ ვოლოშინი) და სლოვაკეთი (პრემიერ-მინისტრი იოზეფ ტისო და იუსტიციის მინისტრი ფერდინანდ დურჩანსკი). არბიტრაჟს ესწრებოდა ჰერმან გერინგი.
არბიტრაჟის პროცესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არბიტრაჟი დაიწყო ვენაში, 1938 წლის 2 ნოემბერს დღის 2 სთ-ზე, ბელვედერის სასახლეში. ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის დელეგაციებს მიეცათ თავიანთი არგუმენტების წარმოდგენის საშუალება. ხვალკოვსკის სიტყვა იყო მოკლე და ძირითადად წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრ ივან კრნოს შეხედულებათა არგუმენტირებას. დელეგაციის დანარჩენ წევრებს უფლება არ მისცეს თავიანთი თვალსაზრისი გამოეხატათ. ამას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა რიბენტროპი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტისო და ვოლოშინი წარმოადგენდნენ ჩეხოსლოვაკიის დელეგაციას და ისინი არ განიხილებოდნენ, როგორც მოლაპარაკებათა მესამე მხარე.
რიბენტროპმა და ჩიანომ მოლაპარაკებები გააგრძელეს დელეგაციებთან ვახშმის შემდეგ. შემდეგ, ისინი გავიდნენ მეორე ოთახში, სადაც აგრძელებდნენ რუკის განხილვას. არბიტრაჟის გადაწყვეტილება გამოცხადდა საღამოს 7 სთ-ზე.
არბიტრაჟის გადაწყვეტილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩეხოსლოვაკიას დაევალა, გადაეცა უნგრეთისათვის ტერიტორიები სამხრეთ სლოვაკეთსა და სამხრეთ კარპატისპირეთში სენეცი — გალანტა — ვრაბლე — ლევიცე — ლუჩენეცი — რიმავსკა სობოტა — ელშავა — როჟნიავა — კოშიცე — მიხალიანი — ველკე კაპუშანი — უჟგოროდი — მუკაჩევოს ხაზის ჩათვლით სამხრეთით რუმინეთის საზღვრამდე. ამრიგად, ჩეხოსლოვაკიას დარჩა დასავლეთსლოვაკური ქალაქები - ბრატისლავა და ნიტრა, იმ დროს, როდესაც უნგრეთმა მიიღოს აღმოსავლეთ რეგიონის სამი სადავო ქალაქი და ოთხი დასახლებული პუნქტი ცენტრალურ რეგიონში. გადაცენული ტერიტორიების ფართობმა შეადგინა სულ 11.927 კმ² (მათ შორის დღეისათვის 10.390 კმ² მოდის თანამედროვე სლოვაკეთის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი უკრაინის ტერიტორიაზე.) მასზე ცხოვრობდა 1.060.000 ადამიანი.
. | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | უნგრები | სლოვაკები | ||
---|---|---|---|---|---|---|
რაოდენობა | წილი (%) | რაოდენობა | წილი (%) | |||
ჩეხოსლოვაკია 1930 წ. აღწერის მონაცემებით | 11 927 | 852 332 | 506 208 | 59 | 290 107 | 34 |
უნგრეთი 1941 წ. აღწერის მონაცემებით | 869 299 | 751 944 | 84,1 | 85 392 | 9,8 |
სლოვაკეთის არაანექსირებულ ნაწილში დარჩა სლოვაკური ისტორიული მონაცემებით — 67 ათასი უნგრელი, უნგრული ისტორიული მონაცემებით — 70 ათასი.
სლოვაკეთმა დაკარგა ტერიტორიის 21 %, მრეწველობის 20 %, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 30 %, ელექტროსადგურების 27 %, რკინის მადნის საბადოების 28 %, ყურძნის ბაღების 50 %, ღორების რაოდენობის 35 %, სარკინიგზო ქსელის 930 კმ. აღმოსავლეთ სლოვაკეთმა დაკარგა თავისი მთავარი ქალაქი კოშიცე. აღმოსავლეთ სლოვაკეთმა და სამხრეთ სლოვაკეთის მრავალმა ქალაქმა დაკარგა სარკინიგზო კავშირი მსოფლიოსთან იმდენად, რამდენადაც ანექსირებულ ტერიტორიაზე გადიოდა ერთადერთი სარკინიგზო ხაზი, ხოლო საზღვარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. კარპატების რუთენიამ დაკარგა ორი მთავარი ქალაქი — უჟგოროდი და მუკაჩევო და მთელი ნაყოფიერი მიწების ფართობი.
ამას გარდა, არბიტრაჟის შედეგად მესამე რაიხმა მიიღო ბრატისლავის ნაწილი — დევინი და პეტრჟალკა.
არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ „ორივე მხარე გადაწყვეტილებას ეთანხმება, როგორც არბიტრაჟის მიერ საზღვრების საბოლოო მოგვარების საკითხს.“
არბიტრაჟის შემდგომ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სლოვაკეთისა და კარპატების რუთენიისათვის არბიტრაჟის შედეგები აღმოჩნდა ძალიან წაგებიანი. ხოლო გერმანიას საშუალება მიეცა დაემყარებინა კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ევროპის ცენტრში — უნგრეთსა და სლოვაკეთზე. ორივე მხარე იმედოვნებდა გერმანიის მხარდაჭერაზე.
არბიტრაჟის შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არბიტრაჟის შედეგების გამოცხადებიდან, მალევე, უნგრელი უმცირესობის ლიდერმა სლოვაკეთში - იანოშ ესტერხაზიმ შესთავაზა უნგრეთს - დაებრუნებინა სლოვაკეთისათვის 1000 კმ² ტერიტორია, რომელზეც ცხოვრობდა სლოვაკი მოსახლეობა, კერძოდ, რაიონები: შურანი და პალარიკოვო, რათა მიეღწიათ ორი ერის ხანგრძლივი, მშვიდობიანი თანაარსებობისათვის. მისი წინადადება ბუდაპეშტში უარყოფილ იქნა.
1938 წლის 5-10 ნოემბერს უნგრეთის შეარაღებულმა ძალებმა დაიკავა გადაცემული ტერიტორიები. 1938 წლის 11 ნოემბერს უნგრეთის რეგენტმა მიკლოშ ხორტმა პირადად მოინახულა ამ ტერიტორიების მთავარი ქალაქი კაშა. ამ დროისათვის ქალაქი დატოვებული ჰქონდა 15 ათას ჩეხსა და სლოვაკს (ჩეხები აქ 1919 წლიდან ცხოვრობდნენ) და კიდევ 15 000 ემზადებოდა ქალაქის დასატოვებლად თვის ბოლომდე. ნებადართული იყო, მხოლოდ 12 ათასი სლოვაკის და არცერთი ჩეხის დარჩენა.
1938 წლის 12 ნოემბერს უნგრეთის პარლამენტის მიერ ჩეხოსლოვაკიისათვის წართმეული ტერიტორიები ისტორიული ზემო უნგრეთის სახელით ოფიციალურად გაფორმდა უნგრეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. უნგრეთის სამეფოს ისტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად, ახალ ტერიტორიებზე წარმოიქმნა ორი ახალი მედიე (ოლქი) ადმინისტრაციული ცენტრებით ნოვე ზამკი და ლევიცე. ტერიტორიების ნაწილი შევიდა უკვე არსებული უნგრული მედიების შემადგენლობაში.
რამდენადაც ახალი საზღვარი არბიტრაჟის დროს გატარებული იქნა მსხვილმასშტაბიან რუკაზე, იმდენად საზღვრების დელიმიტაციის დროს უნგრეთმა შეძლო მისი გადაწევა კიდევ უფრო ჩრდილოეთით. ჩეხოსლოვაკია არ აპროტესტებდა ამას, რადგან მის ხელისუფლებას ეშინოდა ახალი არბიტრაჟისა.
1939 წლის 14 მარტს ჰიტლერის ზეწოლით სლოვაკეთმა გამოაცხადა საკუთარი დამოუკიდებლობა. ჩეხოსლოვაკიამ შეწყვიტა არსებობა. ორი დღის შემდეგ ჰიტლერმა აცნობა უნგრეთს, რომ მას შეეძლო 24 სთ-ში დაეკავებინა კარპატების რუთენიის დარჩენილი ნაწილი, მაგრამ არ უნდა შეხებოდა სლოვაკეთის ტერიტორიის დარჩენილ ნაწილს. 1939 წლის 15 მარტს სლოვაკეთის ნაწილის კარპატისპირა რუთენიის ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი კარპატისპირა უკრაინა, რომელიც უკვე 18 მარტს დაიპყრო უნგრეთმა.
15 მარტს უნგრეთმა დაიკავა საკუთრივ სლოვაკეთის მცირე ნაწილი. 23 მარტს, მიუხედავად რეაქციისა, ღრმად შეიჭრა აღმოსავლეთ სლოვაკეთში იმ განზრახვით, რომ სადამდეც შეძლებდა მოეხდინა დამატებითი ოკუპაცია. უნგეთ-სლოვაკეთის მცირე ომის შედეგად უნგრეთმა მიიღო კიდევ 1,897 კმ² სლოვაკეთის ტერიტორია 69.630 მცხოვრებით — ძირითადად, სლოვაკებით და რუსინებით. უნგრეთმა განაცხადა, რომ არ თვლის ამ ყველაფერს ვენის არბიტრაჟის გადაწყვეტილების დარღვევად, რამდენადაც ეს ეხებოდა უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ურთიერთობებს, ხოლო ჩეხოსლოვაკია, უკვე რამდენიმე დღეა აღარ არსებობს.
ცხოვრება უნგრეთის ხელში გადასულ ტერიტორიებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმის გამო, რომ 1920 წლის ტრიანონის ხელშეკრულებით უნგრეთმა დაკარგა ტერიტორიების დიდი ნაწილი, მისი ეკონომიკა დაეცა. ცხოვრების დონე ომებს შორის პერიოდის ჩეხოსლოვაკიაში უკეთესი იყო, ვიდრე უნგრეთში. აქედან გამომდინარე, უნგრეთისათვის გადაცემულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხების ცხოვრების დონე დაქვეითდა: სამუშაო დღე უნგრეთში იყო უფრო ხანგრძლივი, ხელფასი - დაბალი ფასები და გადასახადები - უფრო მაღალი, და ასე შემდეგ.
საარბიტრაჟო დოკუმენტების დარღვევით შემოერთებულ ტერიტორიებზე უნგრეთმა შეიყვანა სამხედრო დანაყოფები, ვერ უზრუნველყო ეროვნული უმცირესობების უფლებები - პირიქით, დაიწყო სლოვაკების, რუსინების , ებრაელების და თვით გერმანელების დევნა და თვალთვალი. დაიხურა სლოვაკური სკოლების უმრავლესობა. სამსახურიდან დაითხოვეს 1,119-დან 862 სლოვაკი მასწავლებელი. 1938 წლის 5 ნოემბერს უნგრეთის გენერალურმა შტაბმა გამოსცა ბრძანება - შემოერთებული ტერიტორიებიდან ჩეხი და სლოვაკი კოლონისტების სრული გაძევება და უნგრეთის მთავრობა მხოლოდ მაშინ წავიდა მოლაპარაკებაზე, როცა შეშფოთებულმა სლოვაკეთის მთავრობამ იძულებით გადადგა ანალოგიური ნაბიჯი მის ტერიტორიაზე მცხოვრები უნგრელების წინააღმდეგ.
ბევრი სლოვაკი, რუმინელი და რუსინი 1942 წელს გაწვეული იქნა მე-2 უნგრულ არმიაში და გაგზავნილი აღმოსავლეთის ფრონტზე. საბჭოთა არმიის მიერ ამ არმიის დამარცხების შემდეგ ოსტროჟ-რასოშანსკის ოპერაციის დროს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მიკლოშ კალაიმ 1943 წლის 23 თებერვალს განაცხადა: "მადლობა ღმერთს, რომ უნგრული ჯარის განადგურებით არ განადგურებულა უნგრელი ერი ისე ძლიერ, როგორც სხვა ეროვნების წარმომადგენლები განადგურდნენ დიდი რაოდენობით".
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც უნგრეთისათვის გადაცემულ ტერიტორიებზე შემოვიდა საბჭოთა არმია, ყოფილი სლოვაკეთის მიწები კვლავ გადავიდა ჩეხოსლოვაკიის ხელში. ომის შემგომ, ის უნგრელები, რომლებიც არ შედიოდნენ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩეხოსლოვაკიაში გამოცხადდნენ სამხედრო დამნაშავეებად. გერმანელებისაგან განსხვავებით, მოკავშირეებმა ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას არ მისცეს უნგრელთა დეპორტაციის უფლება. ამის ნაცვლად, მოეწყო ე.წ. ”მოსახლეობის გაცვლა”: 68.407 უნგრელი გადაასახლეს ჩეხოსლოვაკიდან უნგრეთში და პირიქით, სლოვაკები უნგრეთიდან გადმოასახლეს ჩეხოსლოვაკიაში. დამატებით, 31.780 უნგრელი გაასახლეს იმიტომ, რომ ისინი სლოვაკეთის ტერიტორიებზე გადმოსახლდნენ ვენის არბიტრაჟების შემდეგ. უნგრელებსა და გერმენალებს მოუწია სლოვაკიზაციის პროცესის გავლა. უფრო ადრე, ჩეხოსლოვაკიაში უნგრელთა ასიმილაციისათვის, დაახლოებით 44 ათასი უნგრელი და 100 ათასი სლოვაკი გაგზავნილ იქნა სამუშაოებზე სუდეტის ოლქში, საიდანაც გასახლებული იქნენ გერმანელები. ორიოდე წლის შემდეგ უნგრელებს უფლება დართეს დაბრუნებულიყვნენ უკან. სამხრეთ სლოვაკეთში. ამ შესაძლებლობით ისარგებლა 24 ათასმა სლოვაკმა. უკანონობის პერიოდი დასრულდა 1948 წელს კომუნისტების მოსვლით ხელისუფლების სათავეში, რის შემდეგაც, გერმანელებისაგან განსხვავებით, უნგრელებმა კვლავ მიიღეს ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა და აღდგენილ იქნენ სრულ უფლებებში, გარდა ქონებრივი უფლებებისა. (იხ. ბენეშის დეკრეტები). 1948 წლის ოქტომბერში ჩეხოსლოვაკიის პარლამენტმა ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა დაუბრუნა ყველა უნგრელს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე 1938 წლის 1 ნოემბრამდე და არ იყვნენ ბრალდებულნი სამხედრო დანაშაულში.
ნულიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში მოკავშირეებმა ვენის არბიტრაჟების იურიდიული გადაწყვეტილებანი ბათილად გამოაცხადეს იმდენად, რამდენადაც ეს იყო მიუნხენის შეათანხმების პირდაპირი შედეგი. გადაწყვეტილება დადასტურებულ იქნა 1947 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, როდესაც ხელმოწერილი იქნა უნგრეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება, სტატია 1(4ა)-ში ნათქვამია: „1938 წლის 2 ნოემბრიდან ვენის არბიტრაჟის გადაწყვეტილებანი ცხადდება ბათილად.“ ხელშეკრულებაში ნათქვამი იყო, რომ ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთს შორის სასაზღვრო ხაზი აღდგენილია 1938 წლის 1 ნოემბრამდე არსებულ საზღვრებში (ჩეხოსლოვაკის სამი სოფლის (ბრატისლავიდან სამხრეთით) — რუსოვიცეს, ჩუნოვოს და იაროვცეს (თანამედროვე ბრატისლავას V ნაწილის) გარდა). კარპატების რუთენია 1945 წლის ივნისის ბოლოს გადაეცა საბჭოთა კავშირს.