პეტრჟალკა
იერსახე

პეტრჟალკა (სლოვაკ. Petržalka, უნგრ. Pozsonyligetfalu, გერმ. Engerau) — ბრატისლავის ერთ-ერთი უბანი, რომელიც მდებარეობს ბრატისლავა V-ის რაიონში. იგი წარმოადგენს ბრატისლავის ყველაზე დიდ უბანს და სლოვაკეთში ყველაზე დიდ საცხოვრებელ მასივს 117 000 მცხოვრებით. მდებარეობს უშუალოდ ავსტრიის საზღვართან.

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეტრჟალკა ისტორიულ წყაროებში პირველად 1225 წელს იხსენიება. XIX საუკუნის ბოლოს აქ უკვე იყო დიდი სოფელი 500-ზე მეტი მცხოვრებით. პირველი სარკინიგზო ხიდი, რომელმაც პეტრჟალკა ბრატისლავასთან დააკავშირა 1891 წელს აიგო. 1970-იან წლებში აქ აიგო უზარმაზარი საცხოვრებელი მასივი.