ბელვედერის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამეფო სასახლე ვენაში

ბელვედერის სასახლე (იტალ. Belvedere) — ბაროკოს სტილის სასახლის კომპლექსი ვენაში. აგებულია ლუკას ფონ ჰილდებრანდის მიერ, როგორც საზაფხულო რეზიდენცია თავისი დროისათვის ერთ-ერთი დიდი მხედართმთავრის პრინც ევგენი სავოისკისათვის XVIII საუკუნის დასაწყისში. პრინცის გარდაცვალების შემდეგ ბელვედერი შეისყიდა მარია ტერეზიამ.

მდებარეობს ლანდშტრასეზე, ქალაქის მესამე რაიონში, ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ქვედა და ზედა ბელვედერი გარშემო ულამაზესი ბაღით დიდებულ ბაროკულ ანსამბლს ქმნის. დღეისათვის ამ ორ სასახლეში განთავსებულია ავსტრიის გალერეა.

1941 წლის 25 მარტს სასახლეში ხელმოწერილ იქნა 1940 წლის ვეის ოქმი იუგოსლავიის მიერთებაზე ბერლინის პაქტთან.

1955 წლის 15 მაისს ზედა ბელვედერში ხელი მოეწერა ავსტრიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას.

ქვედა ბელვედერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1714 წელს პრინცმა ევგენი სავოისკიმ ქვედა ბელვედერის მშენებლობა შეუკვეთა არქიტექტორ იოჰან ლუკას ფონ ჰილდებრანდს. მშენებლობა ორი წლის შემდეგ 1716 წელს დასრულდა. აქ მდებარეობდა პრინცის მყუდრო საცხოვრებელი.

ქვედა ბელვედერში ცხოვრეობდნენ, აგრეთვე, საფრანგეთის რევოლუციისაგან დევნილი სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ალტომონტე მარტინოს ფრესკებით შემკობილი მარმარილოს დარბაზი, საზეიმო საძინებელი, გროტესკული დარბაზი და მარმარილოს გალერეა. ქვედა ბელვედერს მიეკუთვნება ორანჟერეა და სასახლის თავლები, რომელშიც წინათ პრინცის ცხენების სადგომად გამოიყენებოდა.

1903 წელს ქვედა ბელვედერში გაიხსნა ავსტრიის ბელვედერის გალერეა სახელწოდებით „თანამედროვე გალერეა“.

სასახლის ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპაში პირველი ალპური ბაღი დაარსდა 1803 წელს ბელვედერის სასახლეში ერცჰერცოგ იოჰანის ინიციატივით. იგი შექმნა ბავარიელმა არქიტექტორმა დომინიკო ჟირარომ. ბაღი ცენტრალური ღერძის მიმართ სიმეტრიულად არის გაშენებული და განსაზღვრავს ზედა ბელვედერის პრესტიჟსაც. ეს იყო ფრანგული მოდელის სტერეომეტრიული ბაღი, რომელიც გაცოცხლებული იყო ხე-მცენარეებითა და ცოცხალი ორგანიზმებით, სკულპტურებით, ფანტანებითა და კასაკადებით. ორანჟერეის გვერდით (რომელიც დღემდე არსებობს) მდებარეობდა ვოლიერები და ცხოველები. დღეისათვის, აქ წარმოდგენილია ალპური მრავალფეროვანი ბუნების 4 000-მდე სახეობის მცენარე. გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი პარკის დათვალიერებისათვის საუკეთესო პერიოდია იმდენად, რამდენადაც მრავალი მცენარე იწყებს აყვავებას და აყვავებული გაზონები ქმნის ორიგინალური ნახატების შთაბეჭდილებას.

ზედა ბელვედერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზედა ბელვედერი დასრულდა 1722 წელს. ეს იყო ჰილდებრანდის შედევრი და წარმოადგენდა პრინცის წარმომადგენლობით რეზიდენციას.

1776 წელს მარია ტერეზიამ და მისმა შვილმა, იმპერატორმა იოსებ II-მ აქ გადმოიტანეს ფერწერული ტილოების მთელი საიმპერატორო კოლექცია და 1781 წელს აქ იქნა გახსნილი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საჯარო მუზეუმი. 1891 წელს კოლექცია გადატანილ იქნა ახლადაშენებულ სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმში.

ამ სასახლის ერთ-ერთი საეიმო დარბაზია წითელი მარმარილოთი მორთული დარბაზი, რომელშიც 1955 წლის 15 მაისს ხელმოწერილი იქნა სახელმწიფო ხელშეკრულება, რითაც დასრულდა ავსტრიის ოკუპაცია.

დღეისათვის, ზედა ბელვედერის დარბაზებში განლაგებულია XIX—XX საუკუნეების ავსტრიული გალერეის ტილოები, სადაც შეიძლება შეგხვდეთ კლიმტის, შილეს, კოკოშკის ცნობილი ნამუშევრები. ასევე, „ბიდერმაიერის“ პერიოდის და თანამედროვე მხატვართა საუკეთესო ტილოები. სასახლის ერთ-ერთ ნაწილში 1896 წელს გარდაიცვალა კომპოზიტორი ანტონ ბრუკნერი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]