ვახანი
სოფელი | |
---|---|
ვახანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვახანი |
კოორდინატები | 41°56′35″ ჩ. გ. 43°19′30″ ა. გ. / 41.94306° ჩ. გ. 43.32500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 620 მ |
მოსახლეობა | 381[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ვახანი — სოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ვახანი, ზედუბანი, სერბაისი).
მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოების — საბუღრაოს ქედის ჩრდილო–დასავლეთ კალთაზე, მდინარე ვახანისწყლის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 620 მ-ზე, ხარაგაულიდან 14 კმ-ში. სოფელში არის საჯარო სკოლა და ბაღი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახანი წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. აქ მდგარი ციხე (შემორჩენილია სოფლის ზემოთ, მთის წვერზე) მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმერეთის სამეფოს სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიაში. XVII-XVIII საუკუნეებში ქართლ-იმერეთს შორის პოლიტიკური საზღვრის ხშირი ცვალებადობის გამო ზოგჯერ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში ექცეოდა. ამ პერიოდში აბაშიძეთა მფლობელობაში იყო. 1785 წელს ვახანის ციხე აიღო ხუნძახის გამგებელმა ომარ-ხანმა.
1804 წელს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელაზნაურში, ხელი მოეწერა შეთანხმებას იმერეთის მეფე სოლომონ II-სა და რუსეთის იმპერიის წარმომადგენლებს შორის.
სოფ. ვახანის მიდამოებში, ძველ სასაფლაოზე მდგარა ეკლესია, რომლის საძირკველზე 2002-2004 წლებში ააგეს ახალი ელაზნაურის წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია. სოფლის ტერიტორიაზე, ადგილ „ნალაგირევზე“ აღმოჩენილია ბრინჯაოს ჭვირული ბალთა და კოლხური ცული (ინახება ხარაგაულის მუზეუმში).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 381 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 594 | 290 | 304 |
2014[1] | 381 | 185 | 196 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 216-217, თბ., 2013 წელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16172
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8726
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14230
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II