საბუღრაოს ქედი
იერსახე
საბუღრაოს ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°56′15″ ჩ. გ. 43°21′55″ ა. გ. / 41.937528° ჩ. გ. 43.365444° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია, ტუფი |
საბუღრაოს ქედი — ქედი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მესხეთის ქედის განშტოება, გამოეყოფა დედაბერას მთასთან (1838 მ), მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მთავრდება მდინარე ჩხერიმელის ხეობაში სოფელ დეისთან. ქედის თხემი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნახევარზე მოსწორებულია. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ქედის ძირითადი ნაწილი შემოსილია ნაძვისა და რცხილის ტყეებით, უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურებს უკავია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 571.