შინაარსზე გადასვლა

ვალტერ სანაია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალტერ სანაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვალტერ ბესარიონის ძე სანაია
დაბადების
თარიღი
24 სექტემბერი, 1925
დაბადების
ადგილი
ოჩამჩირე,
ოჩამჩირის რ-ნი,
აფხაზეთის სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
29 ოქტომბერი, 1999 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1940 სტრელა ოჩამჩირე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1941–1943 დინამო ს. (0)
1944–1946 დინამო თბ. 24 (0)
1946–1953 დინამო მ. 62 (0)
1954 დინამო თბ. 9 (0)
1955–1956 ნეფტიანიკი 25 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვალტერ სანაია (დ. 24 სექტემბერი, 1925, ოჩამჩირე, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ — გ. 29 ოქტომბერი, 1999, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1946).[კომ. 1]

იცავდა სოხუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, მოსკოვის „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფტიანიკის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1946) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1949), ვიცე-ჩემპიონი (1950), ბრინჯაოს პრიზიორი (1952) და საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების (1950) ფინალისტი მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში. [1][კომ. 2][2][კომ. 3]

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[3][4][5][კომ. 4]

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1945 წლის 13 მაისს, საკავშირო პირველობის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვალტერ სანაია, გრიგოლ გაგუა, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გრიგოლ ჭელიძე, გაიოზ ჯეჯელავა, გიორგი ანთაძე, ვიქტორ პანიუკოვი, ვიქტორ ბერეჟნოი და ავთანდილ ღოღობერიძე. დაპირისპირება ვიქტორ პანიუკოვის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[6]

ვალტერ სანაია 74 წლის ასაკში, 1999 წლის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე.[7][კომ. 5]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი: 1946
რსფსრ-ის დროშა დინამო მოსკოვი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 1st ჩემპიონი: 1949
  • 2nd ვიცე-ჩემპიონი: 1950
  • 3rd ბრინჯაოს პრიზიორი: 1952
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1950
33 საუკეთესო
  • №2: 1950
  • №3: 1952

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 24 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო-არენა“ ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ფეხბურთელის იუბილე დამსწრე საზოგადეობას მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ვალტერ სანაიას მეგობრებმა. ღონისძიება ოჩამჩირელების კავშირის „ერთობის“ ორგანიზებით გაიმართა.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 24 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო არენა“ — ლეგენდარული ფეხბურთელის ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ცნობილმა ფეხბურთელმა თამაში ჯერ კიდევ მშობლიურ ქალაქ ოჩამჩირეში, ახალგაზრდულ საფეხბურთო გუნდ „სტრელაში“ (1940 წელი) დაიწყო, 1944 წლიდან კი უკვე თბილისის „დინამოში“ გადავიდა. განსაკუთრებულ წარმატებებს ფეხბურთელმა მოსკოვის „დინამოში“ გადასვლის შემდეგ მიაღწია, 1954 წელს კი კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბურნდა. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი ვალტერ სანაია მისთვის დამახასიათებელი თამაშის მანერითა და მეკარის განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩეოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. 24 სექტემბერი, 2015.
  2. ტყებუჩავას მერე „დინამოს“ კარს იცავდა კიდევ ერთი დიდებული მეკარე, ოჩამჩირელი კაცი, აფხაზი — ვალტერ სანაია. ის ლავრენტი ბერიას კერპი იყო და სწორედ ბერიას პირადი ბრძანებით გადაიყვანეს მოსკოვის „დინამოში“. იქ მას დახვდა ლეგენდარული მეკარე ხომიჩი, ვინც მთელი ბრიტანეთი გადარია მოსკოვის „დინამოს“ იქაური ტურნეს დროს და სანაიამ ხომიჩი „დასვა“ სათადარიგოთა სკამზე! სწორედ ვალტერი გახდა დიდი ლევ იაშინის მასწავლებელი. ამას თვით იაშინიც აღნიშნავდა, რომ მან სანაიასგან ისწავლა საჯარიმო მოედნის მთელ „ფრონტზე“ გაბედული მოქმედება. ალეკო კაკაურიძე // „ლელო“, 21 ივლისი, 2016.
  3. Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. Справочник знакомит читателей с предстоящим футбольным сезоном 1950 года, а также расскажет о прошедшем сезоне 1949 года, других футбольных событиях в СССР. Гранаткин В.А., Ильин С.В. (сост.), М.: "Физкультура и спорт", 1950. — გვ. 13, გვ. 34.
  4. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).
  5. На 74-м году жизни скончался известный футбольный вратарь Вальтер Саная. Смерть наступила в больнице в результате отека легких. Уроженец Очамчиры (Абхазия) Саная — один из наиболее известных голкиперов послевоенных лет. Выступал за тбилисское и сухумское "Динамо", бакинский "Нефтяник", а наиболее успешные дни своей карьеры провел в московском "Динамо", где стал чемпионом СССР (1949 год), серебряным (1950) и бронзовым призером (1952), еще одну бронзовую медаль завоевал, защищая цвета тбилисского "Динамо" (1945). Финалист розыгрыша Кубка СССР 1950 года. Несколько сезонов на равных конкурировал с легендарным Алексеем Хомичем. Специалисты отмечали хорошую физическую форму Саная. Он действовал на поле весьма смело и решительно, обладал отличной реакцией и прыгучестью. Выделялся хорошей вратарской техникой, уверенностью действий, умением отражать удары в эффектных бросках. Одним из первых в советском футболе стал практиковать игру по всей штрафной площади. В "Динамо" Саная передал перчатки Яшину. Считается первым наставником выдающегося голкипера, признанного недавно в России "спортсменом века". Издательский дом Коммерсантъ.