ტროეკუროვის სასაფლაო
იერსახე
ტროეკუროვის სასაფლაო | |
---|---|
ტროეკუროვის სასაფლაო | |
მდებარეობა |
მოსკოვი რუსეთი |
ტროეკუროვის სასაფლაო (რუს. Троекуровское кладбище) — სასაფლაო ქალაქ მოსკოვში, ნოვოდევიჩიეს სასაფლაოს ფილიალი. მდებარეობს დასავლეთ მოსკოვში, ყოფილი სოფლის — ტროეკუროვის ტერიტორიაზე. სიახლოვეს მდებარეობს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია, რომელიც 1704 წელს აშენდა. საბჭოთა დროს იგი დაკეტილი იყო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაში დააბრუნეს 1991 წელს. ტროეკუროვის სასაფლაოს ფართობია 16 ჰა. მიიჩნევა მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასაფლაოდ. აქ დაკრძალულია ბევრი საბჭოთა და რუსი მხედართმთავარი და მსახიობი. ტროეკუროვის სასაფლაოს საფლავი პირობითად იყო ძველ და ახალ ნაწილებად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტროეკუროვის სასაფლაო დაარქივებული 2013-04-26 საიტზე Wayback Machine. (რუსული)