ეგნატე IV (ანტიოქიის პატრიარქი)
| ეგნატე IV | |
|---|---|
| უნეტარესი პატრიარქი, დიდი ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, მესოპოტამიისა და მთელი აღმოსავლეთისა | |
|
ანტიოქიის პატრიარქი | |
| ეკლესია | ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია |
| ინთრონიზაცია | 2 ივლისი, 1979 |
| თანამდებობიდან წასვლა | 5 დეკემბერი, 2012 |
| წინამორბედი | ილია IV |
| მემკვიდრე | იოანე X |
| პირადი მონაცემები | |
| საერო სახელი | ჰაზიმ ჰაბიბ ჰასაადი |
| დაბადების თარიღი | 28 აგვისტო, 1921 |
| დაბადების ადგილი | მუხრადა, სირია |
| გარდაცვალების თარიღი | 5 დეკემბერი, 2012 (91 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ბეირუთი, ლიბანი |
| ეროვნება | არაბი |
| რელიგია | ქრისტიანობა |
პატრიარქი ეგნატე IV (არაბ. البطريرك أغناطيوس الرابع, , ერისკაცობაში — ჰაზიმ ჰაბიბ ჰასაადი; დ. 5 დეკემბერი, 1921, მუხრადა, სირია — გ. 5 დეკემბერი, 2012, ბეირუთი, ლიბანი) — ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი; 1979-2012 წლებში პატრიარქი. სრული წოდება: „უნეტარესი პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა.“
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეგნატე IV დაიბადა სირიის ჰამას მუნიციპალიტეტის სოფ. მუხრადაში, მართლმადიდებელი არაბების ოჯახში. იგი ბავშვობიდან დაუკავშირდა ეკლესიას;
ბეირუთში, ლიბანში სწავლის პერიოდში მსახურობდა ჯერ მნათედ, შემდეგ კი დიაკვნად;
1945 წელს გაემგზავრა პარიზის წმინდა სერგის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში;
პარიზიდან დაბრუნების შემდეგ დააარსა ბალამანდის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარია ლიბანში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა დეკანის თანამდებობაზე;
მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი პატრიარქი სათავეში ჩაუდგა სირიელი და ლიბანელი მართლმადიდებელი ახალგაზრდების მოძრაობას, რომლის შედეგად უამრავი არაბი მივიდა ეკლესიაში და ირწმუნა მართლმადიდებლობა;
1961 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;
1970 წელს გადაყვანილ იქნა ლათაქიის მიტროპოლიტად (სირია);
მღვდელმთავრობის დროს მან დანერგა ხშირი ზიარების პრაქტიკა, რადგანაც იმ პერიოდში გავრცელებული ტრადიციით, არაბი მართლმადიდებლები, განსაკუთრებით საერო პირები პრაქტიკულად არ ეზიარებოდნენ. მას ეკუთვნის არაერთი რეფორმა საეკლესიო ცხოვრებაში;
1979 წელს მიტროპოლიტი ეგნატე არჩეულ იქნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 2 ივლისს. აღსაყდრების დღეს მან ბრძანა:
გარდაიცვალა 2012 წლის 5 დეკემბერს ბეირუთის წმინდა გიორგის სახელობის ჰოსპიტალში ინსულტით[1].
უნეტარესი ეგნატე IV მშობლიური არაბულის გარდა ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Умер патриарх Антиохийский и всего Востока Игнатий IV // Интерфакс 5 декабря 2012 года
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||