ფილოგონი (ანტიოქიის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წმინდა ფილოგონი (გ. 324) — ანტიოქიის პატრიარქი (314–324); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 დეკემბერი, ახალი სტილით — 2 იანვარი. პატრიარქი მღვდელმთავრად დადგინებამდე ადვოკატი იყო და ყოველთვის უანგაროდ იცავდა გლახაკების, ქვრივებისა და ობლების ინტერესებს. დაქვრივების შემდეგ ბერად აღიკვეცა და მალე ანტიოქიის ეპისკოპოსადაც დაადგინეს. ღრმა საღვთისმეტყველო და იურიდიული განათლების წყალობით იგი წარმატებით იცავდა მართლმადიდებლობას არიანელთა შემოტევისაგან. 324 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.