თეოდორე ბალსამონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეოდორე.

თეოდორე ბალსამონი — XII საუკუნის ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, იურისტი, 1185-1199 წლებში ანტიოქიის პატრიარქი. დაიბადა კონსტანტინოპოლში. ერთხანს იყო პატრიარქის მთავარი იურიდიული მრჩეველი. მისი მთავარი ნაშრომია XIV ტიტულის „სჯულის კანონის“ კომენტარი. გამოყენებული აქვს მრავალი ისეთი ისტორიული საბუთი, რაც სხვაგან არ მოიძებნება. კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრების მეორე კანონის განმარტებისას საუბრობს იბერიის ეკლესიის ავტოკეფალიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]