ევსტათი ანტიოქიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ევსტათი (ანტიოქიის პატრიარქი))
Jump to navigation Jump to search
ევსტათი ანტიოქიელი

ევსტათი ანტიოქიელი (დ. დაახლ. 280 — გ. დაახლ. 360) — საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. 324-330 წლებში ანტიოქიის პატრიარქი. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების თავმჯდომარე.

გამოდიოდა არიანელობის წინაარმდეგ. ეკუთვნის პოლემიკური თხზულებები „ორიგენეს წინააღმდეგ“, „მელქისედეკის შესახებ“, იოსებ ფლავიუსის ნაშრომის კომენტარები. ქართულად უთარგმნიათ მისი „ჰომილია ლაზარეს, მარიამისა და მართასათვის.“ იოსებ ფლავიუსის თხზულების კომენტარებისას აღნიშნავს, რომ ნოეს შთამომავალთა შორის იყო თობელი, რომლის შემდგომი მოდგმა არიან თეობელები, დღევანდელი იბერები, მოსოხი, რომლისგანაც მოდიან მესხენები, იგივე კაპადოკიელები.

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით მის დროს ეკურთხა ქართლის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე.

ვიკიციტატა
„ხოლო ოდეს წმინდა პატრიარხი ანტიოქიისა ევსტატი და იოანე ეპისკოპოსი, წარმოვლენილნი დიდისა კონსტანტინეს მიერ, ხელსა ქვეშე წმიდისა ნინოსსა ნათელ-სცემდეს ერთა ივერიისათა, მეფესა მირიანს, სახლეულებათა მთავართა და მხედრობათა მეფისა მირიანისთა, ყოველსა ასაკსა მამათა და დედათა, ყრმათა და მოხუცებულთა, ჭაბუკთა და ჩჩვილთა, მაღალთა და მდაბალთა. იტყოდა პატრიარხი ევსტატი: ნათელს იღებენ მონანი და მხევანი ესე ღუთისანი, ერნი გიორგიისანი სახელითა მამისათა ამინ, დაძისათა ამინ და სულისა-წმინდისათა ამინ.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 19)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]