ჩაილური
იერსახე
| ჩაილური | |
|---|---|
|
მდინარე ჩაილური სოფელ დიდ ჩაილურთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
| სათავე |
გომბორის ქედი 41°47′33″ ჩ. გ. 45°27′03″ ა. გ. / 41.792500° ჩ. გ. 45.451000° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1435 მ |
| შესართავი |
იორი 41°37′14″ ჩ. გ. 45°30′23″ ა. გ. / 41.620722° ჩ. გ. 45.506611° ა. გ. |
| სიგრძე | 29,6 კმ |
| აუზის ფართობი | 167 კმ² |
|
| |
ჩაილური — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1435 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე იორს მარცხენა მხრიდან. სიგრძე 29,6 კმ, აუზის ფართობი 167 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. იყენებენ სარწყავად. მდინარის ნაპირას მდებარეობს სოფლები: დიდი ჩაილური და ბურდიანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 72.