შინაარსზე გადასვლა

გრეი (ერთეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია გამოსხივების შთანთქმული დოზის საზომ ერთეულს ეხება. მასის საზომი ერთეულის შესახებ იხილეთ გრამი (გ).

გრეი (შემოკლებითი აღნიშვნები: ქართული — გრ, საერთაშორისო — Gy) — მაიონებელი გამოსხივების შთანთქმული დოზის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. დოზა უდრის 1 გრეის, თუ მაიონებელი გამოსხივების შთანთქმის შედეგად სხეულმა მიიღო 1 კილოგრამზე 1 ჯოული ენერგია.ასევე ხშირად გამოიყენება შთანთქმული დოზის ერთეული რადი.

  • 1 გრეი = 100 რადს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]