მაიონებელი გამოსხივება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რადიაციული საფრთხის ახალი ნიშანი

მაიონებელი გამოსხივება — ყველაზე ფართო გაგებით — ნაკადი მიკრონაწილაკებისა, რომლებსაც შეუძლიათ ნივთიერების იონიზება. უფრო ვიწრო მნიშვნელობით მაიონებელ გამოსხივებას არ მიაკუთვნებენ ულტრაიისფერ გამოსხივებასა და სინათლის ხილვადი დიაპაზონის გამოსხივებას, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში აგრეთვე შეიძლება იყოს მაიონებელი. ინფრაწითელი გამოსხივება, სანტიმეტრული და რადიოდიაპაზონების გამოსხივება არ არის მაიონებელი[1][2][3][4][5], რადგან მათი ენერგია არ არის საკმარისი ძირითად მდგომარეობაში ატომებისა და მოლეკულების იონიზაციისთვის.

XX საუკუნის 50-იანი წლების დასასრულსა და 60-იანი წლების დასწყისში ბირთვული იარაღის ატმოსფეროში ინტენსიური გამოცდის შედეგად, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გარემოს დაბინძურების მაქსიმუმი 1963 წელს აღინიშნებოდა და ბუნებრივი დასხივების დონის 7% მიაღწია. ამავე წელს აიკრძალა ატმოსფეროში აფეთქებები და შესაბამისად რადიაციის დონემ დაიკლო. 1966 წლისათვის ბუნებრივი ფონის 2% შეადგენდა, ხოლო 80-იანი წლებისთვის (ჩერნობილის ავარიამდე) - 1%. რაც შეეხაბა ჩერნობილის ავარიას, მას შემდეგ განსაკუთრებით დაბინძურდა დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონები და შავი ზღვის სანაპირო. აფხაზეთსა და აჭარაში ნიადაგის დაბინძურება იოდ-131-ით შეადგენდა 5 კი/კმ², რაც ყოფილი სსრკ-ს სხვა ქვეყნებთან შედარებით მთელი რიგით მაღალი იყო. დაფიქსირდა მცენარეთა, რძისა და მისი პროდუქტების მაღალი დაბინძურება რადიოიოდით. საშუალო მონაცემებით, საქართველოს გამოკვლეული ტერიტორიის მოსახლეობის გარეგანი დასხივების საშუალო წლიური დოზა - 20% ღია ადგილებიდან, 80%- შენობებიდან, რადონის მოქმედების გარეშე. დასავლეთ საქართველოში - 1,04 მზვ/წ, აღმოსავლეთ საქართველოში - 0,99 მზვ/წ, სამხრეთ საქართველოში - 1,1 მზვ/წ, ქ. თბილისში - 1.07 მზვ/წ.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гусев Н. Г., Климанов В. А., Машкович В. П., Суворов А. П. Защита от ионизирующих излучений. В 2-х томах. M., Энергоатомиздат, 1989
  2. Ионизирующие излучения и их измерения. Термины и понятия. М.: Стандартинформ, 2006.
  3. Моисеев А. А., Иванов В. И. Справочник по дозиметрии и радиационной гигиене. 2-е изд., перераб. и доп. М., Атомиздат, 1974
  4. Нормы радиационной безопасности (НРБ-99/2009) Минздрав России, 2009.
  5. Российский государственный педагогический университет имени А. И. Герцена, «Обеспечение жизнедеятельности людей в чрезвычайных ситуациях. Выпуск 1: Чрезвычайные ситуации и их поражающие факторы». С.-Петербург, изд. «Образование», 1992.
  6. ნინო ვეფხვაძე - პრევენციული მედიცინა, წიგნი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2009