გიორგი შარვაშიძე (რექტორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.
გიორგი შარვაშიძე
TSU Coat of Arms.svg თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 23 სექტემბერი, 2016
წინამორბედი ვლადიმერ პაპავა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 2013 – 9 სექტემბერი, 2016
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

დაბადებული 25 აპრილი, 1963
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
მეუღლე ნინო ჭელიძე
შვილები კონსტანტინე შარვაშიძე
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი

გიორგი შარვაშიძე (დ. 25 აპრილი, 1963, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე 2013 წლის 10 დეკემბრიდან - 2016 წლის 9 სექტემბრამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2016 წლის 23 სექტემბრიდან.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით განათლების მართვის მიმართულებით 2006 წელს.

1983-1993წწ. თბილისის მე-6 გიმნაზია, მასწავლებელი; 1988-1989წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 1989-1990წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წელს სამხრეთ მილუოქის სკოლა (South milwaukee High School, WI, USA), უისკონსინის შტატი, აშშ, გაცვლითი მასწავლებელი; 1991-1994წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 1994-1996წწ. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე; 1996-2000წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2003წწ. უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტი (COE,OSI), საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003წწ. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), თბილისი, პრეზიდენტი; 2003-2004წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, პროგრამის უფროსი მენეჯერი; 2004-2013წწ. ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP), დირექტორი; 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ბუნების მსოფლიო ფონდის“ ბიულეტენი (WWF Bulletin) სარედაქციო საბჭო, წევრი (1993-1996)
  • ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრი (UNDP/ETF) , საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი (1996-2000)
  • ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფი, მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე (2015-)
  • გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) საქართველოს ეროვნული კომისი, წევრი (1998-)
  • განათლების ევროპული ფონდი (ETF), საკონსულტაციო ფორუმი, წევრი (1995-2000)
  • საქართველოს კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, წევრი (2015-)
  • უმაღლესი განათლების რეფორმები (HERE), ექსპერტი (2015-)
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2015-)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]